ჩემს დას ვესტუმრე გერმანიაში, აწი იქით გამხედავიც კი არ ვარ.

3k views

მე და ჩემი დეიდაშვილი ადრე ძალიან ვახლობლობდით, ირინა ჩემი საუკეთესო მეგობარი იყო. ვფიქრობდი, რომ ჩვენი მჭიდრო ურთიერთობა სამუდამოდ გასტანდა.

ხუთი წლის წინ ჩემი დეიდაშვილი და მისი მეუღლე გერმანიაში გადავიდნენ საცხოვრებლად. ნათესავე ხშირად მეპატიჟებოდა თავისთან, თუმცა ამისათვის ხან დროის გამონახვას, ხანაც კი ფულის მოგორვებას ვერ ვახერხებდი. წელს გამიმართლა, სამსახურიდან ავიღე შვებულება და საკმარის თანხასაც მოვუყარე თავი. ძალიან მინდოდა დამეთვალიერებინა ქვეყანა, რომელიც აქამდე მხოლოდ ფოტოებზე მქონდა ნანახი.

სამწუხაროდ, ჩემი მოლოდინები არ გამართლდა. ირინა და მისი ქმარი ძალიან ცივად დამხვდნენ. ერთმანეთი წლების განმავლობაში არ გვენახა, დეიდაშვილი კი არც გადამეხვია. გერმანიაში ცხოვრებამ იგი ძალიან შეცვალა. სახტად დავრჩი, როცა შინ მისვლის შემდეგ ირინა არც კი გამიმასპინძლდა, არადა, ნამგზავრი და ძალიან მოშიებული ვიყავი. დეიდაშვილმა მაჩვენა ახლომდებარე კაფე, სადაც სრულ მარტოობაში ვივახშმე. ოფიციანტი საკმაოდ უსალმო აღმოჩნდა. მეორე დღეს ბერლინის ღირშესანიშნაობების დათვალიერება მომინდა. ირინამ და კოტემ უარი თქვეს ჩემთვის გიდობის გაწევაზე.

არ მეგონა, გერმანიის ქუჩები ასე დაბინძურებული თუ იქნებოდა. მკვიდრი მოსახლეობა თავისებური ხალხი აღმოჩნდა: ისინი სულ სერიოზულები და მოღუშულები იყვნენ. რამდენიმე დღეში ირინას და მის მეუღლეს გერმანელი მეგობრები ესტუმრნენ. კიდევ ერთხელ გამიცრუვდა იმედები.

საერთო ჯამში, გერმანიაში სტუმრობა საერთოდ არ მომეწონა. საქართველოში ვადაზე ადრე დავბრუნდი. თავიდანვე შევამჩნიე, რომ ირინა ევროპაში ცხოვრებამ წარმოუდგენლად შეცვალა და მას ხელს ვუშლიდი. დეიდაშვილმა აეროპორტამდეც კი არ მიმაცილა.

ამიერიდან ზუსტად ვიცი, რომ ირინას აღარასოდეს ვესტუმრები.

თქვენ ასევე დაგაინტერესებთ

საიტი იყენებს cookies ფაილს, ეს მსოფლიო სტანდარტია ok წაიკითხე