შინ ვბრუნდებოდი და თან ვფიქრობდი: “თურმე რაოდენ ფინთი ადამიანი ყოფილა ჩემი და!”

135 views

ანა ჩემზე 15 წლით უფროსია. ძალიან პატარა ვიყავი, როცა ჩემი და სახლიდან წავიდა. შესაძლოა, სწორედ ესაა იმის მიზეზი, რომ არასოდეს გვქონია სიკეთით სავსე დედმამიშვილური ურთიერთობა. მე და ანა არასოდეს ვმეგობრობდით, ერთანეთის მიმართს სიყვარული არ გვამოძრავებდა. ერთიმეორეს იშვიათად ვხვდებოდით ხოლმე და ეს სასვებით გვაკმაყოფილებდა. მშობლების დაღუპვის მერე მე და ანა კიდევ უფრო გავუცხოვდით. მან მშობლების მიერ დატოვებული ბინის კუთვნილ წილზე უარი თქვა ჩემს სასარგებლოდ, დის გულუხვობამ ცოტა არ იყოს გამაკვირვა კიდეც.

ანა ზოგჯერ მსტუმრობდა ხოლმე და ჩემს შვილებს ტკბიეულს თუ სათამაშოებს ჩუქნიდა. ჩემს დას საოცრად ძუნწ ადამიანად მივიჩნევდი. მას ფინანსურად ნამდვილად არ უჭირდა. იგი მდიდრულად იცვამდა და ხშირად მოგზაურობდა, ჩემი დისშვილები პრესტიჟულ უნივერსიტეტებში სწავლობდნენ. ამის გათვალისწინებით, ანა ჩემი შვილებისათვის მხოლოდ მეორად ტანსაცმელს იმეტებდა.

ანა არასოდეს შედიოდა ჩემს მდგომარეობაში. ყოველთვის მიკვირდა, ნუთუ იგი ვერასოდეს ხედავდა ჩემი ოჯახის გაჭირვებას?! შეიძლება ითქვას, რომ ანა სასახლეში ცხოვრობს, მას ბრიტანული სამეფო ჯიშის კატა ჰყავს, რომელიც ჩემს შვილებზე უკეთ იკვებება. ეჰ, ნეტავ, ანას თავისი დისშვილებისათვის გაემეტებინა ის დელიკატესები, რომლებითაც თავის შინაურ ცხოველს ანებივრებს.

მე და ჩემი და კიდევ უფრო დავცილდით ერთმანეთს. ანაზე ძალიან გაბრაზებული ვარ, მას ფული თავზესაყრელად აქვს, ჩემს ოჯახს კი თითქმის არ ეხმარება. მეგონა, რომ იგი მეწვეოდა, საკუთარ შეცდომას აღიარებდა და მომიბოდიშებდა, თუმცა მას ჯერ ეს არ გაუკეთებია. როგორც ჩანს, ანა კიდევ ვერ მიხვდა, რომ მასზე ნაწყენი ვარ.

თქვენ ასევე დაგაინტერესებთ

საიტი იყენებს cookies ფაილს, ეს მსოფლიო სტანდარტია ok წაიკითხე