მამა გაბრიელის 5 სასწაული – სიმსივნისგან და სხვა დაავადებებისგან განკურნებულთა მონათხრობი

by თ თოქმაძე
39 views

გთა­ვა­ზობთ მამა გაბ­რი­ე­ლის მიერ აღ­სრუ­ლე­ბუ­ლი სას­წა­უ­ლე­ბის ნა­წილს, რო­მელ­საც თა­ვად მორ­წმუ­ნე­ე­ბი მოგ­ვი­თხრო­ბენ. ისი­ნი ამ ყვე­ლა­ფერს მამა გაბ­რი­ე­ლის სას­წა­ულ­მოქ­მედ ზეთს უკავ­ში­რე­ბენ.

  1. “3 წლის წინ ჩემს ძმას ჰქონ­და თავ­ში ავ­თვი­სე­ბი­ა­ნი სიმ­სივ­ნე – უკვე ბოლო სტა­დი­ა­ში იყო, მე­ტას­ტა­ზე­ბი ჰქონ­და გა­სუ­ლი. მხედ­ვე­ლო­ბა და­კარ­გუ­ლი ჰქონ­და ორი­ვე თვალ­ში და გო­ნე­ბაც დაქ­ვე­ი­თე­ბუ­ლი. წა­ვი­ღეთ მამა გაბ­რი­ე­ლის ზეთი. თავ­ზე ვუს­მევ­დით და ძლი­ე­რი ტკი­ვი­ლი მო­მენ­ტა­ლუ­რად უჩერ­დე­ბო­და. ორი კვი­რის შემ­დეგ ოპე­რა­ცია გა­ვუ­კე­თეთ. ოპე­რა­ცი­ის დროს აღ­მოჩ­ნდა, რომ სიმ­სივ­ნე აღარ ჰქონ­და. არა­და ოპე­რა­ცი­ას არ უკე­თებ­დნენ, აზრი არ აქ­ვსო. ხე­ლიც მოგ­ვა­წე­რი­ნეს, რომ პა­სუხს არ აგებ­დნენ. ისე­თი ტკი­ვი­ლე­ბი უნდა ჰქონ­დეს, ვერ უძ­ლებ­დე­სო. ჩვენ კი იმ 2 კვი­რის გან­მავ­ლო­ბა­ში წა­მა­ლი არ დაგ­ვი­ლე­ვი­ნე­ბია, მხო­ლოდ მამა გაბ­რი­ე­ლის ზეთს ვუს­მევ­დით. დღეს ჯან­მრთე­ლად და კარ­გად არის.აღ­ნი­აშ­ვი­ლი გულ­ნა­რა – დიდი დი­ღო­მი. პეტ­რი­წის 9ა კორპ. ბ. 40″
  2. “მქონ­და ფიბ­რო­მა და მი­ო­მა. სა­ო­პე­რა­ციო ვი­ყა­ვი. სნე­უ­ლე­ბის გამო ენა მი­ბუჟ­დე­ბო­და.ნა­თე­სავ­მა მო­მი­ტა­ნა მამა გაბ­რი­ე­ლის ზეთი. ორ­ჯერ რომ წა­ვის­ვი, უკე­თე­სო­ბა ვიგ­რძე­ნი. მე­სა­მედ რომ უნდა წა­მეს­ვა, ენა ისევ და­მი­ბუჟ­და. მა­ინც არ მშვე­ლის-მეთ­ქი და იმ სა­ღა­მოს ისე დავ­წე­ქი, რომ აღარ წა­მის­ვია ზეთი. იმა­ვა სა­ღა­მოს ვნა­ხე სიზ­მა­რი: მღვდე­ლი შე­მო­ვი­და დიდი წვე­რით ჩემ­თან სახ­ლში და მი­თხრა: რა გა­ი­ძა­ხი – არ მიშ­ვე­ლა, არ მიშ­ვე­ლა, რამ უნდა გიშ­ვე­ლოს, როცა არ გი­ლოც­ნია. აბა ილო­ცე, თუ არ გიშ­ვე­ლოს. შე­მომ­ხე­დე მე, მღვდე­ლი ვარ და წვე­რი მაქვს. წვე­რი რომ არ მქონ­დეს, მღვდე­ლი ვიქ­ნე­ბიო? რომ იძა­ხი მწამ­სო, არა ლო­ცუ­ლობ და რა რწმე­ნა შენა გაქვს. ილო­ცე და გეშ­ვე­ლე­ბაო.გა­მო­მეღ­ვი­ძა. გა­ვაგ­რძე­ლე ზე­თის წას­მა და თან ვლო­ცუ­ლობ­დი. გუ­შინ გა­და­ვი­ღე ექოს­კო­პია და არა­ფე­რი აღარ მაქვს. ექი­მი გაკ­ვირ­ვე­ბი­სა­გან კი­ნა­ღამ გა­გიჟ­და.პე­ლა­გია თა­თა­რაშ­ვი­ლი – სა­გუ­რა­მო”
  3. “ორი თვის ფეხ­მძი­მე ვი­ყა­ვი. გა­და­ვი­ღე ექოს­კო­პია. გა­მოჩ­ნდა, რომ ბავ­შვს მუც­ლის არე­ში ჰქონ­და კის­ტუ­რი წარ­მო­ნაქ­მნი. ისეთ რთულ ფორ­მებ­ში ჰქონ­და, რომ ექი­მის რჩე­ვით აუ­ცი­ლე­ბე­ლი იყო აბორ­ტის გა­კე­თე­ბა. უარი ვთქვი აბორტზე.და­ვი­წყე მამა გაბ­რი­ე­ლის საფ­ლავ­ზე სი­ა­რუ­ლი და ზე­თის ხმა­რე­ბა. გაჩ­ნდა უჯან­მრთე­ლე­სი ბავ­შვი. მედ­პერ­სო­ნა­ლი გა­ო­ცე­ბუ­ლი დარ­ჩა.მა­რი­ნა (მა­რი­ამ) კვი­ცი­ა­ნი – ქ. თბი­ლი­სი. ვარ­კე­თი­ლი, ჯა­ვა­ხე­თის 11″
  4. “ჩემს ბავ­შვს ორი წლის გან­მავ­ლო­ბა­ში თავ­ზე, კე­ფის არე­ში ჰქონ­და სირსვე­ლა­სა­ვით ამო­ბურ­ცუ­ლი სიმ­სივ­ნე, რო­მე­ლიც არ რჩე­ბო­და და სტკი­ო­და. ხელს ვერ იკა­რებ­და. მამა გაბ­რი­ე­ლის საფ­ლა­ვი­დან წა­მო­ვი­ღე მიწა და ზეთი. სა­ღა­მოს ლოც­ვის შემ­დეგ რომ წა­ვუს­ვი, დი­ლით უკვე აღარ ჰქონ­და. ნაკ­ვა­ლე­ვიც კი აღარ აქვს.ჯე­ნე­ტი მე­ნაბ­დიშ­ვი­ლი – კას­პი. კო­ტე­ტიშ­ვი­ლის ქ. 8. მე-4 საშ. სკო­ლის პე­და­გო­გი”
  5. “შარ­შან, მარ­ტში და­მის­ვეს დი­აგ­ნო­ზი: მკერ­დის და ში­ნა­გა­ნი ორ­გა­ნო­ე­ბის სიმ­სივ­ნე. თით­ქმის ყვე­ლა ონ­კო­ლო­გი მო­ი­თხოვ­და ოპე­რა­ცი­ის გა­კე­თე­ბას.მი­ვე­დი მამა გაბ­რი­ე­ლის საფ­ლავ­ზე, რათა მი­მე­ღო გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა. შემ­დეგ მქონ­და ასე­თი ხილ­ვა:იდგა მამა გაბ­რი­ე­ლი და მი­ღი­მო­და. ავივ­სე ში­ნა­გა­ნი რწმე­ნით და უარი ვთქვი ოპე­რა­ცი­ა­ზე. სულ დავ­დი­ო­დი საფ­ლავ­ზე, ვმკურ­ნა­ლობ­დი ზე­თით.2 თვის წინ გა­ვი­კე­თე გა­მოკ­ვლე­ვა და ორ­გა­ნიზ­მში სიმ­სივ­ნუ­რი არა­ფე­რი აღ­მოჩ­ნდა, რო­დე­საც 2 კვი­რის სი­ცო­ცხლეს მაძ­ლევ­დნენ ექი­მე­ბი, თუ ოპე­რა­ცი­ას არ გა­ვი­კე­თებ­დი.ლელა ცი­რე­კი­ძე – თბი­ლი­სი. თემ­ქა I კვ. 23 კორპ”

მომ­ზა­დე­ბუ­ლია orthodoxy.ge-ს მი­ხედ­ვით.

თქვენ ასევე დაგაინტერესებთ

საიტი იყენებს cookies ფაილს, ეს მსოფლიო სტანდარტია ok წაიკითხე