უნდა დაიმახსოვრო: 30 ოქტომბერს დაიწყება მოვლენა, რომელიც… – ასტროლოგების გაფრთხილება ხალხს.

by თ თოქმაძე
1k views

სხვადასხვა პლანეტა რეტროგრადულ მოძრაობას განსხვავებული პერიოულობით იწყებს. ეს კი ძალიან მნიშვნელოვანი ეტაპია და თითოეულ ადამიანზე ახდენს გავლენას. გთავაზობთ ასტროლოგების რჩევას, რა უნდა ვიცოდეთ საკმაოდ რთულ პერიოდთან დაკავშირებით, რომელიც 30 ოქტომბრიდან 12 იანვარამდე გასტანს.

პლანეტა მარსი ჩვენს ენერგეტიკულ დონეზე, შინაგან პოტენციალზე და ნებისმიერ ბიზნესში შედეგების მიღწევის უნარზე, ასევე კონფლიქტებსა და გაღიზიანებაზეა პასუხისმგებელი. იგი რეტროგრადულ, ანუ საპირისპირო მიმართულებით მოძრაობას, 30 ოქტომბრიდან დაიწყებს და 12 იანვრამდე გაგრძელდება. შესაბამისად, ამ პერიოდში პროექტების განხორციელებისა და დასახული მიზნების მიღწევის თვალსაზრისით სირთულეები გექნებათ.

რა არ უნდა გააკეთოთ რეტროგრადული მარსის პერიოდში?

ასტროლოგები ამბობენ, რომ ამ პერიოდში დაუფიქრებელი, სპონტანური გადაწყვეტილებები არ უნდა მიიღოთ. ამან შესაძლოა ძალიან დაგაზარალოთ როგორც პირადი ცხოვრების თვალსაზრისით, ასევე საქმიან ურთიერთობებშიც.
ეცადეთ, არ ჩაერთოთ კამათში. ახლა შესაძლოა პატარა უთანხმოებაც კი ძალიან დიდ დაპირისპირებაში გადაიზარდოს.
თუ ამ პერიოდში მნიშვნელოვან საქმეებს დაიწყებთ, შემდეგ აუცილებლად მოგიწევთ, რომ ნაბიჯებს გადახედოთ, რადგანაც უენერგიობასა და მოტივაციის ნაკლებობას განიცდით, რაც საქმის შესრულების ხარისხზეც აისახება.
არ წამოეგოთ სხვა ადამიანების პროვოკაციას და ნუ გამოიყენებთ უხამს სიტყვებსა და რეპლიკებს.

რისი გაკეთება შეგიძლიათ რეტროგრადული მარსის პერიოდში?

საუკეთესო რეკომენდაცია ამ პერიოდისთვის არის ის, რომ გააკონტროლოთ თქვენი ენერგია და ის კონსტრუქციულ საქმიანობაში მიმართოთ. მაგალითად, სპორტში.ნუ ეცდებით რეკორდების დამყარებას. გაატარეთ ეს დრო მშვიდად, ეცადეთ საყვარელი აქტივობებით დაკავდეთ და საკუთარი თავის გაუმჯობესების სტრატეგია შეიმუშავოთ.

თქვენ ასევე დაგაინტერესებთ

საიტი იყენებს cookies ფაილს, ეს მსოფლიო სტანდარტია ok წაიკითხე