ასტროლოგის გაფრთხილება: „9-წლიან კონტრაქტს აწერთ ხელს, დღეს სურვილების ჩაფიქრების დროს ძალიან დაფიქრდით“

by თ თოქმაძე
962 views

ასტროლოგი სოფია ბზეკალავა 8 ნოემბრის მთვარის დაბნელებაზე საუბრობს და გვირჩევს, მაქსიმალურად ფრთხილები და დაფიქრებულები ვიყოთ, განსაკუთრებით, სურვილის ჩაფიქრების მომენტში.

„სურვილების ჩაფიქრებასთან ძალიან ფრთხილად უნდა ვიყოთ. ის, რაც დღეს ძალიან გვინდა, შესაძლოა, 1-2 თვის შემდეგ კატეგორიულად აღარ გვინდოდეს. დღეს ისეთი დღეა, თუკი თქვენ ძალიან სწორად და მკაფიოდ არ გაქვთ გააზრებული რა გინდათ და რისთვის ხართ მზად, რომ ეს შესრულდეს თქვენს ცხოვრებაში, დღევანდელი დღე თესვის პროცესს ჰგავს, ახლა კონცენტრაცია გვაქვს, რა გვინდა ჩვენს ცხოვრებაში გაიზარდოს.

უნდა გვახსოვდეს, რაღაცას რომ დავთესავთ, უცბად არ იძლევა შედეგს, მას მოთმინება, მოვლა, სიყვარული და კონცენტრაცია სჭირდება. თქვენ უნდა იყოთ მზად, რომ მთელი ცხრა წლედი გექნებათ წინ ამ სურვილის შესასრულებლად, გასაბევრებლად, წარმოუდგენელ მასშტაბებს შეგიძლიათ საფუძველი ჩაუყაროთ, თუკი ეს ყველაფერი გააზრებული გაქვთ.

არ დაგვავიწყდეს, რომ სამყაროში ყველაფერს თავის ფასი აქვს. თქვენ რა ფასს ითხოვთ იმისთვის, რასაც ითხოვთ?! ჩათვალეთ, რომ ახალ 9-წლიან კონტრაქტს აწერთ ხელს.

ასევე, თუ არ მოხდა წარსულთან სეპარაცია, თუ არ გასუფთავდა ნიადაგი, იქ ახალი ვერაფერი ამოვა, თუ ამოვა, ძალიან მალე დაჭკნება. მთავარია, ჯერ გაუშვათ წყენა, ბოღმა, აგრესია, პროტესტი… “ – თქვა ასტროლოგმა „შენს დილაში“.

თქვენ ასევე დაგაინტერესებთ

საიტი იყენებს cookies ფაილს, ეს მსოფლიო სტანდარტია ok წაიკითხე