ქალმა “გარდაცვლილი“ შვილი 17 წლის შემდეგ იპოვა, ჩვილი დედას ნათესავმა მოჰპარა

by თ თოქმაძე
172 views

ჩინეთის ადგილობრივი მედიის ცნობით, ქალმა „გარდაცვლილი“ შვილი 17 წლის შემდეგ იპოვა. მას შემდეგ, რაც დარწმუნებული იყო, რომ მისი შვილი გარდაცვლილი იყო, თუმცა მოულოდნელად, სრულიად შემთხვევით აღმოაჩინა, რომ ბიჭი აბსოლუტურად ჯანმრთელია და სკოლაში სწავლობს.

ყოფილი ქმრის შიშის გამო ცაიხუნმა შვილი თავისი მამიდაშვილის სახლში გააჩინა. მშობიარობის დღეს რძალმა ცაიხუნს უთხრა, რომ მისი შვილი ჯანმრთელობის სერიოზული პრობლემებით დაიბადა. ცაიხუნი აცხადებს, არანაირი საბაბი არ ჰქონია რის გამოც რძლის სიტყვებში ეჭვს შეიტანდა, თანაც გართულებული მშობიარობის გამო საწოლიდან ვერ დგებოდა. რძალმა უთხრა, რომ ჩვილს ორივე ფეხი პარალიზებული ჰქონდა, და დაარწმუნა ცაიხუნი, შვილზე უარი ეთქვა. მოგვიანებით მამიდაშვილმა ცაიხუნს უთხრა, რომ ახალშობილი გადაცივების გამო გარდაიცვალა.

წლების შემდეგ ცაიხუნმა იპოვა მოზარდი, რომელიც ძალიან ჰგავდა მის ყოფილ ქმარს, და გადაწყვიტა დნმ-ის ტესტი ჩაეტარებინა.ტესტით კი დასტურდა, რომ მოზარდი ცაიხუნის შვილია. როგორც აღმოჩნდა, მამიდაშვილმა მას ახალშობილი მოპარა, შემდეგ კი ბავშვი ცაიხუნის რძლის დამ იშვილა.

თქვენ ასევე დაგაინტერესებთ

საიტი იყენებს cookies ფაილს, ეს მსოფლიო სტანდარტია ok წაიკითხე