ცნობილია დიაგნოზი, რომელიც მიხეილ სააკაშვილს ქართველმა და უცხოელმა ექსპერტებმა დაუსვეს

by თ თოქმაძე
284 views

დემენცია –  გავლენიანმა უცხოელმა ექსერტებმა მიხეილ სააკაშვილს დიაგნოზი დაუსვეს. ცენტრი ,,ემპათიისა” და ამერიკელი მედიკოსების მიერ შემუშავებულ ერთობლივ დოკუმენტს მესამე პრეზიდენტის დედა უკვე გაეცნო.

 

გიული ალასანია პირდაპირ ამბობს, რომ  მის შვილს თავის ტვინის ქრონიკული, ან პროგრესირებადი დაავადება აქვს, რაც მეხსიერების, აზროვნებისა და ორიენტაციის დარღვევევით ხასიათდება.ის  რამდენიმე წუთის წინ მიხელ სააკაშვილის პალატაში შევიდა და შვილს დიაგნოზს გააცნობს.

არ მაქვს იურიდიული განათლება, მაგრამ ექსპერტები ახსენებენ  დემინციას. როგორ ვიცი, ეს დაავადება ათავისუფლებს.

 

მე არ ვიცი, ამ დასკვნაში რომელია მთავარი და მეორეხარისხოვანი, დოკუმენტი ჯერ დასრულებული სახის არ არის. ახლა დაველაპარაკები აღნიშნულ დაავადებაზე მიშას და ვკითხავ მის აზრს. ახლა არ ვიცი ჯერჯერობით.  – განაცხადა გიული ალასანიამ.დასკვნას ხელს მოაწერენ გავლენიანი ამერიკელი მედიკოსები, შემდგომი ნაბიჯი კი იქნება სააკაშვილის ადვოკატების მიმართვა სასამართლოსადმი, რომ მოხდეს მესამე პრეზიდენტის სასჯელის გადავადება და მისი საზღვარგარეთ სამკურნალოდ გაშვება.

თქვენ ასევე დაგაინტერესებთ

საიტი იყენებს cookies ფაილს, ეს მსოფლიო სტანდარტია ok წაიკითხე