რა უთხრა გამოძიებას 15 წლის გოგომ, რომელზეც 50 წლის კაცი ძალადობდა – საზარელი დანაშაულის დეტალები

by თ თოქმაძე
1.4k views

გარყვნილი ქმედებისთვის თბილისთან ახლოს 50 წლის მამაკაცია დაკავებული. 15 წლის არასრულწლოვან გოგონაზე მეზობელი ძალადობდა. ამბავი მას შემდეგ გახმაურდა, რაც მოძალადე მამაკაცი, 15 წლის მოზარდის სხვა მეზობელმა სცემა.

ნაცემმა პედოფილმა სავარაუდოდ მეზობელს თავად უჩივლა, რომელიც მას ფიზიკურად გაუსწორდა. ახლა ის დიდი ხნით დარჩება ციხეში, მამაკაცი კი, ვისაც მოძალადემ უჩივლა, გირაოთია გათავისუფლებული.

მეზობელმა სხვა მეზობლის გარყვნილი ქმედებების შესახებ მსხვერპლის ოჯახის წევრებისგან გაიგო. 15 წლის გოგონამ კი პოლიციას მას შემდეგ მოუყვა ყველაფერი, რაც 50 წლის კაცი სამართალდამცველებმა წაიყვანეს. თბილისთან მდებარე დასახლებაში ახლა თითქმის ყველა იკითხება, თუმცა უმეტესობას მედიასთან ღიად საუბარი უჭირს.

მიტოვებული სახლი და დაუსახლებელი ადგილი მოძალადემ საგანგებოდ შეარჩია. თბილისის ერთ-ერთ გარეუბანში, სავარაუდოდ 15 წლის გოგოზე იძალადეს. “კურიერის” ინფორმაციით, გარყვნილი ქმედება მოზარდის მიმართ მისმა მეზობელმა ჩაიდინა. ის 50 წლამდე მამაკაცია და არასრულწლოვანს კარგად იცნობს.

სავარაუდო მოძალადე სამართალდამცველებმა ბავშვის ჩვენების საფუძველზე, საცხოვრებელი სახლიდან აიყვანეს. 15 წლის გოგომ გამოძიებას უთხრა, რომ მეზობელი სხეულის სხვადასხვა ადგილას ხელით შეეხო. “კურიერი” დაკავებულის ოჯახშიც მივიდა. მამა ამბობს, რომ ზუსტად არ იცის რის გამო დაიჭირეს მისი შვილი და შესაძლო გარყვნილი ქმედების შესახებ არაფერი სმენია.

ჩხუბი კი, რამდენიმე დღის წინ ნამდვილად მოხდა. როგორც ირკვევა, კონფლიქტი სწორედ შესაძლო სექსუალურ ძალადობას უკავშირდებოდა. პოლიციამ ცემის ფაქტზე სულ სხვა პირი, 40 წლის მამაკაცი დააკავა, რომელიც ბრალდებულ პირს ფიზიკურად მას შემდეგ დაუპირისპირდა, რაც გარყვნილი ქმედების შესახებ შეიტყო. ინფორმაციაც გამოძიებას მან მიაწოდა. მომხდარი “კურიერს” ცემაში ბრალდებულის დედამ დაუდასტურა, თუმცა რა მიზეზით მოხდა კონფლიქტი მეზობლებს შორის, მშობელს საუბარი არ სურს. დეტალები კარგად იციან დასახლებაში. თუმცა იმის გამო, რომ შესაძლო გარყვნილი ქმედების მსხვერპლი არასრულწლოვანია, ადგილობრივები დეტალებს კამერებთან არ ჰყვებიან.

ადგილობრივების უმეტესობამ დანაშაულის შესახებ მაშინ გაიგო, როდესაც მათთან ოჯახებში სამართალდამცველები მივიდნენ. გამოიკითხნენ დასახლებაში მცხოვრები მოზარდებიც.

გამოძიება გარყვნილი ქმედების ფაქტზე მიმდინარეობს,უახლოეს დღეებში ცნობილი გახდება ექსპერტიზის პასუხებიც. ძალადობდა თუ არა სკოლის მოსწავლეზე 50 წლამდე მამაკაცი სისტემატურად, გამოძიებისთვის ეს სავარაუდოდ უკვე ცნობილია. გამოკითხვები გრძელდება, მანამდე კი ბრალდებული მამაკაცი წინასწარ ორთვიან პატიმრობაში რჩება.

თქვენ ასევე დაგაინტერესებთ

საიტი იყენებს cookies ფაილს, ეს მსოფლიო სტანდარტია ok წაიკითხე