გაიცანით 96 წლის მოხუცი, რომელიც ხილ-ბოსტნეულის გაყიდვით ოჯახს არჩენს

by თ თოქმაძე
609 views

პეკინის ქუჩისა და იოსებიძის კვეთასთან, ყვავილების მაღაზიაა, სადაც ერთი მოხუცი ბებო წლებია ზის და მცირე რაოდენობით ხილ-ბოსტანს ჰყიდის. ზამთარსა და ზაფხულში მოხუცი დილაობით ავტობუსს მოჰყვება ჩანთებით დატვირთული და საღამომდე ვაჭრობს. 

მას ბევრი ადგილობრივი იცნობს. უყვართ ბავშვებს. ბებოც ლოცავს მათ. 14 იანვარს მერი ბებოს 97 წელი შეუსრულდება. მას ერთი შვილი ჰყავს, რომელსაც ჯანმრთელობის პრობლემები აქვს. 

მერი ბებო კახეთიდანაა. თბილისში ქირით ცხოვრობს. იძულებულია იმუშაოს, რომ პურის ფული იშოვოს. გვიყვება, რომ ყველას უყვარს და ქუჩაში გულთბილად ესალმებიან

თქვენ ასევე დაგაინტერესებთ

საიტი იყენებს cookies ფაილს, ეს მსოფლიო სტანდარტია ok წაიკითხე