როგორ გავუგოთ კირჩხიბს: 4 მითი და ფაქტი ამ ნიშნის შესახებ

by თ თოქმაძე
607 views

კირჩხიბი ზოდიაქოს 12 ნიშნიდან მეოთხეა და ის ტრიგონის წყლის კარდინალური ნიშანია. ასტროლოგიაში ითვლება, რომ მზე კირჩხიბის ნიშანში 22 ივნისიდან 22 ივლისის ჩათვლით იმყოფება.

კირჩხიბებს მგრძნობიარე და ემოციური, ოჯახზე ორიენტირებული ნიშნის რეპუტაცია აქვთ. მაგრამ ეს ყველაფერი საერთო მახასიათებელია. ღრმად ინტუიციური და სენტიმენტალური კირჩხიბი ზოდიაქოს წრის ერთ-ერთი ყველაზე რთული ნიშანია.

კირჩხიბი ძალიან მოსიყვარულე და მგზნებარეა, იგი ღრმად ზრუნავს საკუთარ სახლსა და ოჯახზე. მათ შეუძლიათ სხვისი ტკივილისა და ტაჯვის გაზიარება. კირჩხიბებს მოსწონთ სივრცის ქონა, რომელსაც საკუთარს უწოდებენ. ბევრი კირჩხიბი ცეცხლოვანი გურმანები არიან, რომლებსაც უყვართ კერძების მომზადება და, რა თქმა უნდა, ჭამა!

კირჩხიბებისგან კარგი მშობლები და მეურვეები გამოდიან, მათ უყვართ ბავშვები და შინაური ცხოველები. თანაგრძნობა და მხარდაჭერა გჭირდებათ? კირჩხიბი სიამოვნებით მოგიშვერთ მხარს და ჟილეტს, რომ იტიროთ.

კირჩხიბი არის ასტროლოგიური ნიშანი, რომელიც წინააღმდეგობებითაა სავსე. ერთის მხრივ, მას აქვს შეუპოვრობა და სურვილი აკეთოს ის, რაც უნდა გაკეთდეს. ისინი თვითკმარი ადამიანები არიან და არ მოსწონთ, როდესაც სხვა ადამიანზე არიან დამოკიდებული მატერიალური და ფიზიკური ასპექტებით. მეორეს მხრივ, ისინი ემოციურად არიან დამოკიდებული ადამიანებზე და მუდმივად საჭიროებენ მოწონებას. ისინი შეიძლება იყვნენ ძალიან სენტიმენტალურები, ამასთან, მათი გახსნა ურთიერთობაში ძალიან რთულია.

აქ მოცემულია 4 მითი და ფაქტი კირჩხიბის ნიშნის შესახებ, რომლებიც იმ ადამიანებმაც კი უნდა იცოდნენ, ვისაც ასტროლოგიის არ სჯერა:

მითი 1: კირჩხიბი ძალიან მგრძნობიარეა და არ შეუძლია ბრძოლა

ბევრ ადამიანს კირჩხიბის მგრძნობელობა და ემოციურობა სისუსტედ მიაჩნია, მაგრამ ეს სიმართლისგან ძალიან შორსაა. კირჩხიბები უკიდურესად მტკიცე ადამიანები არიან და შეუძლიათ რთულ სიტუაციებთან გამკლავება. მათ აქვთ ძალა, რომელიც საშუალებას აძლევს მათ თითქმის ყველა სირთულე გადალახონ და არ დანებდნენ. ეს გამოიხატება მათი გადაწყვეტით და უკან დახევის სურვილის უქონლობით, როდესაც მათ რაღაც სურთ.

მითი 2: კირჩხიბი ძალიან ფრთხილი და მორცხვია იმისთვის, რომ იყოს ძლიერი და საკუთარ თავში დარწმუნებული ლიდერი

კირჩხიბის ამტანობა არის ის, რაც მას აძლიერებს, როდესაც საქმე მის კარიერას ეხება. ისინი ჭკვიანები, მგრძნობიარეები და შეუპოვრები არიან და მათ შესანიშნავი ინტუიცია აქვთ.

ამიტომ, მათ უფრო დიდი შანსი აქვთ მიაღწიონ წარმატებას, რომლისკენაც ისწრაფვიან. ისინი, როგორც წესი, კარგი ინვესტორები და საქმიანი პარტნიორები არიან, იციან სად და როდის უნდა განახორციელონ ინვესტიცია და როგორ წარმოქმნან და შეინარჩუნონ ბიზნესი ყველაზე უკეთ.

მითი 3: კირჩხიბები კარჩაკეტილები და სოციოფობები არიან

კირჩხიბებს ნამდვილად უყვართ სახლში ჯდომა და საშინაო საქმეები, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ ისინი ნამდვილი განდეგილები არიან. როდესაც საქმე მეგობრულ ურთიერთობებს ეხება, კირჩხიბები მიესალმებიან ახალ სოციალურ კონტაქტებს, მაგრამ ისინი ძალიან მგრძნობიარენი არიან იმ ადამიანების მიმართ, რომლებიც არ არიან მიღებული მათ უშუალო გარემოში.

კირჩხიბებს უყვართ გაცნობა, მაგრამ ყველაზე უფრო მათ მოსწონთ სახლში საუბარი, ინტიმურ გარემოში, სადაც შეეძლება კავშირების დამყარება ნაცნობ გარემოში. კირჩხიბებისგან შესანიშნავი მასპინძლები გამოდიან და უყვართ საშინაო წვეულებების მოწყობა.

მითი 4: კირჩხიბები ძალიან მიჯაჭვულები და ზედმეტად დამცველები არიან

კორჩხიბი ღრმად რომანტიული და მზრუნველი ნიშანია, რომელიც ემოციური სიძლიერითა და სიღრმითაა დაჯილდოვებული. როდესაც კირჩხიბი შეყვარებულია, იგი მთელი თავისი ძალებით შემოფარგლავს თავის რჩეულს გრძნობებით, რაც შესაძლოა ზოგიერთმა სხვანაირად გაიგოს და კირჩხიბი აღიქვას, როგორც მიჯაჭვული პიროვნება. ის უსასრულოდ წერს მესიჯებს, ცდილობს გააკონტროლოს და იზრუნოს მეორე ნახევარზე, ისევე როგორც ბავშვზე. მაგრამ ეს მხოლოდ იმიტომ ხდება, რომ კირჩხიბი გრძნობებითა და ემოციებითაა გადატვირთული.

ფაქტი 1: კირჩხიბებს უყვართ სიტუაციის გაზვიადება

კირჩხიბი შეიძლება იყოს ძალიან ფრთხილი და მას ურჩევნია იღელვოს ყველაფერზე. მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების პირისპირ, კირჩხიბებს შეუძლიათ  დაიტანჯონ რამდენიმე საათის, დღის ან კვირის განმავლობაშიც კი, რადგან ის ფრთხილად წონის დადებით და უარყოფით მხარეებს. თუნდაც ყველაზე უმნიშვნელო საკითხების გადაწყვეტისას, შესაძლოა, კირჩხიბმა გადაჭარბებულად შეაფასოს ეს და თავი სტრესში ჩაიგდოს. კირჩხიბი შეიძლება იყოს ძალიან ყურადღებიანი და გააანალიზოს ისეთი რაღაცები, როგორიც სხეულის ენა და ტექსტური შეტყობინებაა, ამიტომ მნიშვნელოვანია, რომ მასთან მაქსიმალურად მარტივი უნდა იყოთ.

ფაქტი 2: კირჩხიბებს ეშინიათ საყვარელი ადამიანებისგან უარის თქმის და მიდრეკილნი არიან უხასიათობისკენ

რთულია იყო კირჩხიბი. ისინი ცნობილები არიან, როგორც ზოდიაქოს ყველაზე ემოციური ადამიანები და ამის აღიარების არ ეშინიათ. ძალიან სენტიმენტალურ კირჩხიბები გულმოდგინედ ინახავენ ოჯახურ მოგონებებს. კირჩხიბების უმრავლესობისთვის ცხოვრების პირველი ამოცანა საკუთარი ოჯახის შექმნა და სადმე ფესვების გადგმაა.

როდესაც კირჩხიბი ტკივილს გრძნობს ან აღშფოთებულია, მას არ ერიდება ამის გამოცხადების. მათი კაპრიზული ხასიათი ძალიან პირადულად არ მიიღოთ, ეს მხოლოდ ტრავმისგან თავის დაცვის საშუალებაა.

ფაქტი 3: კირჩხიბებს უჭირთ საკუთარი თავის გახსნა მსოფლიოსთვის

ცნობილია, რომ კირჩხიბები მთელ თავის ემოციებს მალავს სამყაროსგან, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც ვინმეს პირველად ხვდება. კირჩხიბები ქმნიან დამცავ გარსს, რომელიც მალავს მათ ნამდვილ გრძნობებს გარე სამყაროსგან.

მათ ეშინიათ სხვებისგან განაწყენების, ამიტომ ამ გარსში იმალებიან. კირჩხიბებისთვის, ჩვეულებრივ, რთულია სხვა ადამიანებისადმი ნდობა, და მათ დრო სჭირდებათ იმისთვის, რომ იგრძნონ, რომ მათ ნამდვილად შეუძლიათ გაიხსნან კონკრეტულ ადამიანთან. ზოგჯერ ინტუიციური და თანამგრძნობი კირჩხიბების გაგება რაციონალური თვალსაზრისით შეუძლებელია.

ფაქტი 4: კირჩხიბი შეიძლება ძალიან საიმედო იყოს 

ისინი უკიდურესად ერთგულები არიან იმ ადამიანების მიმართ, რომლებიც უყვართ. კირჩხიბში საუკეთესო თვისება არის ის, რომ მათ აქვთ საოცარი უნარი, სხვებს აგრძნობინონ, რომ მათთვის ძვირფასები და სასურველები არიან.

მათ აქვთ ძლიერი სურვილი მიიპყრონ სხვების ყურადღება და ისინი ყველაზე ბედნიერები არიან, როდესაც მათ ყავთ მეგობრების პატარა წრე და ოჯახის წევრები. კირჩხიბი ყოველთვის ინარჩუნებს ურთიერთობებს ძველ მეგობრებთან და ყველასთან, ვინც მის გვერდით იყო. თქვენ შეგიძლიათ მთლიანად ენდოთ კირჩხიბს, ის ყველაზე საიმედო და ერთგული მეგობარია.

თქვენ ასევე დაგაინტერესებთ

საიტი იყენებს cookies ფაილს, ეს მსოფლიო სტანდარტია ok წაიკითხე