რა ვაჩუქოთ საყვარელ მამაკაცს: 8 იდეა AliExpress-იდან

by თ თოქმაძე
1.4k views

კაცისთვის თავისი საყვარელი ქალბატონისთვის საჩუქრის არჩევა ძალიან ადვილია, უბრალოდ ის ვერ ხვდება ამას და რაღაც იდეალების ძებნით საკუთარ თავს საგონებელში აგდებს. ქალებისთვის კი რეალურად ძალიან რთულია ძლიერი სქესის გახარება. მაგრამ არსებობს უნივერსალური და საჭირო საჩუქრების ვარიანტები, რომლებსაც, თითქმის ყველა დააფასებს. ჩვენ გაგიმარტივეთ დავალება და Aliexpress-ზე უკვე შევარჩიეთ ძალიან მაგარი საჩუქრები კაცებისთვის. ამ საჩუქრებით თქვენ ნამდვილად გაახარებთ თქვენს ახალგაზრდა მამაკაცს, მამას ან მეგობარს.

1. ნატურალური ტყავისგან დამზადებული მოდური ქამარი

ქამარი არის აუცილებელი აქსესუარი, რომელიც ყოველთვის იქცევს ყურადღებას. სწორედ ამიტომ, ნებისმიერი მამაკაცი დააფასებს ამ ქამრის სიმარტივეს და ელეგანტურობას. მოხდენილი ბალთა და ყოველთვის აქტუალური შავი ფერი – კიდევ რა არის საჭირო კარგი საჩუქრისთვის?

2. თხელი საფულე

ელვა-შესაკრავიანი უზარმაზარი მამაკაცის საფულეები უკვე გადავიდა მოდიდან. ისინი კოხტა, ულტრა თხელმა საფულეებმა შეცვალა, სადაც ეტევა ფული, ბარათები, სავიზიტო ბარათები და მონეტები. არავითარი საკეტი და ელვა-შესაკრავი – ეს სტილს ცვლის.

3. კაპიუშონიანი სვიტერი ჰიპ-ჰოპის სტილში

თავისუფალი კაპიუშონიანი სვიტერი, ასაკის მიუხედავად, ნებისმიერი კაცისთვის თბილი საჩუქარი იქნება. ამ სვიტერს არც თასმები აქვს, არც პრინტები, რაც, ბევრისთვის დიდი პლიუსია. თქვენ მხოლოდ ფერისა და ზომის განსაზღვრა გჭირდებათ.

4. კვარცის საათი

თუ საყვარელი მამაკაცისთვის საჩუქარს არჩევთ, ნუ დაიჯერებთ, რომ საათის ჩუქების შემთხვევაში თქვენ დაშორდებით. ასეთი საჩუქარი თქვენს მამაკაცს ძალიან გაახარებს. მათი მთავარი მახასიათებელი – წყალგამძლეობაა. ძლიერი სქესის წარმომადგენლებს შეუძლიათ მშვიდად დაიბანოთ ხელები და იბანაონ.

5. სამაჯური ფოლადის ღუზით

ვინ თქვა, რომ კაცებმა სამკაულები არ უნდა ატარონ? ეს სამაჯური ძალიან მოდურად, ელეგანტურად და მამაკაცურად გამოიყურება. იგი წააგავს თოკს ღუზით, რომელიც ტიტანიუმისგანაა დამზადებული. ღუზის ფერი თქვენი გემოვნებით შეგიძლიათ აირჩიოთ.

6. უსადელო ყურსასმენები

უსადენო ყურსასმენები შესანიშნავი საჩუქარია მათთვის, ვისაც მუსიკის გარეშე ცხოვრება არ შეუძლია. ხარისხიანი ხმა, ხანგრძლივი დამუხტვა და ეფექტური დიზაინი. თქვენი საყვარელი მამაკაცი ნამდვილად დააფასებს ასეთ საჩუქარს.

7. ქაშმირის შარფი

თუ თქვენს მამაკაცს შარფები უყვარს, გაუკეთეთ მას ასეთი საჩუქარი, დაე იგი თქვენ მიერ ნაჩუქარი შარფით გათბეს ამ ზამთარს. თქვენ უნდა შეარჩიოთ ის ფერი, რომელიც მას ყველაზე მეტად უხდება. უბრალოდ გრძელი, ელეგანტური და შესახებად სასიამოვნო შარფი აკურატული ნაქსოვით. არაფერი ზედმეტი.

8. პორტატული დამტენი

პოვერ ბანკიც ასევე შეიძლება იყოს ლამაზი და მოდური. ეს უბრალოდ აუცილებელი საჩუქარია მათთვის, ვინც მუდმივად იყენებს ტელეფონს. თქვენ ხომ არ გსურთ იმაზე ნერვიულობა, თუ რატომ აქვს თქვენს მამაკაცს გამორთული მობილური ტელეფონი? ასე რომ, აჩუქეთ მას ეს დახვეწილი ლამაზმანი.

თქვენ ასევე დაგაინტერესებთ

საიტი იყენებს cookies ფაილს, ეს მსოფლიო სტანდარტია ok წაიკითხე