“აფრენიდან 30 წუთში, ბავშვი დაიბადა” – რას წერს გა­მო­ცე­მა Bild თვითმფრინავში დაბადებულ პატარაზე?

by admin
7 views
A+A-
Reset
თქვენი რეკლამის ადგილი 3

Brussels Airlines-ის რე­ის­ზე SN202, რო­მე­ლიც სე­ნე­გა­ლი­დან ბელ­გი­ა­ში, ბრი­უ­სელ­ში მიფ­რი­ნავ­და, ბავ­შვი და­ი­ბა­და. რო­გორც გა­მო­ცე­მა Bild წერს, თვითმფრი­ნა­ვის აფ­რე­ნი­დან 30 წუთ­ში ბორტზე მყოფ ორ­სულს მუც­ლის ძლი­ე­რი ტკი­ვი­ლი და­ე­წყო და ეკი­პაჟს დახ­მა­რე­ბა სთხო­ვა.

ერთ-ერ­თმა ბორტგამ­ცი­ლე­ბე­ლი მა­ლე­ვე მიხ­ვდა, რომ ეს არ იყო უბ­რა­ლოდ მუც­ლის ტკი­ვი­ლი და რომ ქალს, რო­მე­ლიც ამ­ბობ­და, რომ 32 კვი­რის ორ­სუ­ლი იყო, მშო­ბი­ა­რო­ბა ეწყე­ბო­და.

ქალს მშო­ბი­ა­რო­ბა­ში ბორტგამ­ცი­ლებ­ლე­ბი და ერთ-ერთი მგზავ­რი და­ეხ­მა­რა, რო­მელ­საც სა­მე­დი­ცი­ნო გა­ნათ­ლე­ბა ჰქონ­და. გო­გო­ნა 11 000 კი­ლო­მეტ­რის სი­მაღ­ლე­ზე და­ი­ბა­და. რო­გორც მე­დია წერს, ყვე­ლა­ფე­რი კარ­გად დას­რულ­და და დედა და ბავ­შვი თავს კარ­გად გრძნო­ბენ.

აღ­ნიშ­ნუ­ლის გამო, მფრი­ნა­ვებ­მა მი­ი­ღეს გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა, რომ უკან, სე­ნე­გალ­ში დაბ­რუ­ნე­ბუ­ლიყ­ვნენ.

 

თქვენი რეკლამის ადგილი

Related Articles