მიზეზი იმისა, თუ რატომ შეიძლება მიგატოვოთ მამაკაცმა ზოდიაქოს ნიშნის მიხედვით

by admin
33 views
A+A-
Reset
თქვენი რეკლამის ადგილი 3

ალბათ ძალიან ბევრი ქალის ცხოვრებაში ყოფილა სასიყვარულო ფიასკო და იმედგაცრუება. თუმცა არსებობს განსაკუთრებით ”რთული” შემთხვევებიც, როცა საყვარელ ადამიანთან განშორება ძალიან მტკივნეული და აუტანელია. ყველაზე ცუდი კი ის არის, რომ ზოგჯერ მიტოვებული მხარე ვერა და ვერ იგებს მიზეზს – მაინც რატომ აღმოჩნდა იგი მიტოვებულის როლში? მოდით, საკითხი ასტროლოგიური კუთხითაც გავშალოთ და მამაკაცური ფსიქოლოგიის ”შავი ხვრელები” ზოდიაქოს ნიშნის მახასიათებლებიდან გადმომდინარე განვიხილოთ. მაინც რამ შეიძლება აიძულოს ძლიერი სქესის ესა თუ ის წარმომადგენელი რომ სამუდამოდ მიატოვოს პარტნიორი ქალი?

ვერძი – დომინანტ ქალს ვერ აიტანს თავის გვერდით. თუკი თქვენ თავიდან თანასწორ თამაშს ეთამაშებოდით და ოჯახის შექმნის მერე ამბიციები მოგემატათ როგორც კარიერული ისე ფინანსური კუთხით, იგი აუცილებლად შეეცდება საკუთარი თავმოყვარეობა თქვენთან დაშორების ხარჯზე გადაარჩინოს.

კურო – არასტაბილურობა აფრთხობს ყველაზე მეტად. შესაბამისად, თუკი თავიდან იგი თქვენმა გაწონასწორებულმა ხასიათმა მოხიბლა და ერთად ცხოვრების პერიოდში მოულოდნელად გახდით ისტერიული, ცვალებადი და არაპროგნოზირებადი ბევრს გაპატიებთ, მაგრამ ერთ დღესაც სამუდამოდ და უკანმოუხედავად მიგატოვებთ.

ტყუპი – მოსაწყენი და ”წესიერების ნიმუში” ქალების მიმართ გააჩნია ალერგია. შესაბამისად, სანამ მისი ცოლი გახდებით თუ ყველა ხუშტურს უტარებდით, ხოლო ოჯახის შექმნის მერე გადაწყვეტთ, რომ ერთხელ და სამუდამოდ ასწავლოთ ჭკუა, მერწმუნეთ, თქვენი მენტორული ტონი იქნება იმის მიზეზი, რომ იგი გაცილებით უფრო მხიარულ, მრავალფეროვან და ოპტიმისტ ქალზე გაგცვლით.

კირჩხიბი – ცვალებად, მფლანგველ და დაუკვირვებელ ქალს ვერ აიტანს თავის გვერდით. თუკი თქვენ ამ ყველაფერთან ერთად, ოჯახის შექმნის შემდგომ მისი ოჯახის წევრების ან მთლად უარესი, დედის მიმართ გამოხატავთ აშკარა უკმაყოფილებას (თუნდაც ეს უკანასკნელი ამ ყველაფერს იმსახურებდეს კიდეც) იცოდეთ, რომ კირჩხიბი სამუდამოდ დაგიკარგავთ!

თქვენი რეკლამის ადგილი

ლომი – მეწვრილმანე, მეშჩანური სულის და ხეპრე ქალი აღიზიანებს. თუკი ნაცნობობის პირველ ეტაპზე კარგად მსახიობობდით და ახერხებდით მასთან საკუთარი მერკანტილური მოთხოვნილებების შენიღბვას, როგორც კი ერთად ცხოვრების შემდეგ შეეცდებით ზედმეტი ვალდებულებები დააკისროთ ან მისგან კატეგორიულად მოითხოვოთ რამე (თხოვნა სხვაა გახსოვდეთ და მოთხოვნა სხვა!) იგი ძალიან სწრაფად აიცრუებს თქვენზე გულს.

ქალწული – ქაოსური, არაჰიგიენური და მფლანგველი ქალი აღიზიანებს. თუკი ერთად ცხოვრების პერიოდში აღმოაჩენს, რომ მის პერანგებს მუდმივად აკლია ღილი, ნახევრად დაუთოებულია შარვალი და საუზმეზე კვერცხს მოხარშვა აკლია, ბევრს არ იფიქრებს – დაგემშვიდობებათ.

სასწორი – უხეშ, უტაქტო და უაპელაციო ქალთან იგრძნობთ თავს დათრგუნვილად. თუკი მას თქვენგან გამუდმებით აკლია სითბო, მოფერება, ჩახუტება და კომპლიმენტები ესეც შესაძლოა გახდეს მისი მხრიდან განშორებაზე ფიქრის საბაბი. ამიტომ მაქსიმალური სირბილე, ზრუნვა და სიყვარული გამოამჟღავნეთ ამ კაცის მიმართ.

მორიელი – ზედმეტად მორჩილი, მონური ფსიქოლოგიის მქონე და ბუნებით მოღალატე ქალები სძულს. თუკი აღმოაჩინა, რომ მასთან ერთ ჭერქვეშ ცხოვრების შემდეგ, მისი ხასიათის სიმძიმემ დაგაფრთხოთ და თვალი სხვა პარტნიორებთან ფლირტისკენ გიჭირავთ, მხოლოდ რევერანსებით კი არ დაგემშვიდობებათ, დაგშორდებათ და ისე დაგსჯით სამუდამო დაიმახსოვროთ მისი სახელი.

მშვილდოსანი – ტვინისბურღ, მოსაწყენ და შინაყუდა ქალებს ვერ ეგუება. თუკი ქორწინებამდე მასთან ერთად აქეთ-იქეთ ხეტიალს როგორღაც აიძულებდით თავს და ოჯახის შექმნის შემდეგ დივანს და სამზარეულოს ვეღარ გაშორებთ, იცოდეთ, რომ მალე იპოვის თქვენს შემცვლელს. ან ვინ ეტყვის უარს ასეთ ქარიზმატულ მამაკაცს მსოფლიოს გარშემო მოგზაურობაზე?

თქვენი რეკლამის ადგილი

თხის რქა – ემოციურად გაუწონასწორებელ, ზედმეტად კოსმოპოლიტურად მოაზროვნე და უტაქტო ქალებს ვერ იტანს. ამიტომ მის გვერდით ხანგრძლივად თუ აპირებთ თანაარსებობას უნდა იცოდეთ თქვენი ადგილი, ყოველთვის აკონტროლოთ ემოციები და მაქსიმალურად შეუწყოთ ხელი ქმარს პროფესიულ წინსვლაში. წინააღმდეგ შემთხვევაში ის აუცილებლად მონახავს სხვა, უკეთეს ”თანაშემწეს” თქვენ შემცვლელად.

მერწყული – მოსაწყენი, დაბალი ინტელექტის მქონე და ეჭვიანი ქალების დანახვაზე ფრთხება. თუკი თავიდან მაქსიმალურ თავისუფლებას აძლევდით და ცოლის სტატუსის მორგების შემდეგ ცდილობთ მისი ყველა ნაბიჯის გაკონტროლებას, ამასთან ერთად ათასგვარ მომაბეზრებელ მოვალეობსასც აკისრებთ, მერწმუნეთ, სულ მალე დაშორებას და კარგ მეგობრებად დარჩენას შემოგთავაზებთ.

თევზები – უხეშ, მკაცრ და უემოციო ქალს ვერ აიტანს. თუკი თქვენ მას არასოდეს მისცემთ უფლებას პერიოდულად მაინც მოუსმინოს საყვარელ მუსიკას, დრო გაატაროს ვისკის წრუპვასა და მარტოობაში იცოდეთ, რომ სხვასთან იპოვნის გულის მოოხების საშუალებას.

თქვენი რეკლამის ადგილი 4

Related Articles