როგორ მოვიშორე ძვლოვანი წანაზარდები.

by admin
127 views
A+A-
Reset
თქვენი რეკლამის ადგილი 3

მეც მინდა, გაგაცნოთ ორი რეცეპტი, რომელიც საკუთარ თავზე გამოვცადე. ვარ 72 წლის. 55 – 60 წლის ასაკში ფეხის ცერა თითებთან გამიჩნდა წანაზარდები. ნაცნობმა მასწავლა მათი სამკურნალო საშუალება:

#1 რეცეპტი:

კვირაში ერთხელ წანაზარდებზე ვისვამდი იოდს, შუალედებში კი ჩვეულებრივ ზეთს და მასაჟს ვიკეთებდი. ახლა წანაზარდები აღარ მაქვს.

#2 რეცეპტი:

მეორე რეცეპტი 30 წლისამ გამოვცადე. გამიჩნდა ღორის სოლიტერი, რომელიც თავად შევამჩნიე კუჭის მოქმედებისას.

რეცეპტისთვის დაგჭირდებათ:

  • 3 ჭიქა გოგორის უმი თესლი
  • 1 – 2 ს/კ თაფლი

მომზადების და გამოყენების წესი

3 ჭიქა გოგრის უმი თესლი გაფცქვენით ისე, რომ შიგნითა მწვანე ფენა არ მოაშოროთ. დანაყეთ, შეურიეთ 1 – 2 ს/კ თაფლი და ჭამეთ ნელ – ნელა, კარგად დაღეჭეთ. მკურნალობის დაწყების წინ, 2 – 3 დღის განმავლობაში არ უნდა მიირთვათ თევზი, ხორცი, ცხიმიანი და რძის პროდუქტი. შეგიძლიათ ჭამოთ ურძეო და უკარაქო ფაფები, ხილი და ბოსტნეული, ოღონდ კარგად დაღეჭოთ, დალიოთ მურაბიანი ჩაი. ამ რეცეპტმა მალევე მომცა შედეგი. მერე შევიტყვე, რომ იგი მარტო სოლიტერზე კი არა, ნებისმიერი ჭიის დროს არის შედეგიანი. დღეს ეს პრობლემა ბავშვებს აწუხებთ. ქიმიურ წამლებს კი ეს რეცეპტი სჯობს. სცადეთ, კმაყოფილი დარჩებით.

თქვენი რეკლამის ადგილი 4

Related Articles