ალბათ ნებისმიერ ჩვენგანს ჰქონია ცხოვრებაში სიტუაცია, როცა საქმეები არ გამოდის, პირადში პრობლემებია, ბავშვები ჭირვეულობენ, ხელფასს არავინ გიმატებთ, გაცივდით ყველაფერთან ერთად და… მოკლედ, დილიდან მარცხენა ფეხზე მიგიწიათ ადგომა… ასტროლოგებს მიაჩნიათ, რომ ნებისმიერ ჩვენგანს გააჩნია ზოდიაქოს ნიშნის მიხედვით, მინიმუმ სამი მეთოდი, რომელიც მას როგორც ანტიდეპრესანტი ისე დაეხმარება სტრესული სიტუაციის “გადაგორებასა” და ხასიათის გამოკეთებაში…
ვერძისთვის ანტიდეპრესანტი მოძრაობაა. ასტროლოგები ურჩევენ ზოდიაქოს ამ ნიშნით დაბადებულებს ამაო ჩხუბის ნაცვლად, აგრესია სპორტდარბაზში ან ცეკვებზე დახარჯონ.
კუროს ანტიდეპრესანტი გემრიელი ვახშამი, სპა-სალონის სტუმრობა ან ქალაქგარეთ, ბუნებაში გასეირნებაა.
ტყუპისთვის ანტიდეპრესანტია ბანალური ჭორაობა. როცა საუბრობს ზოდიაქოს ამ ნიშნით დაბადებული ადამიანი მარტივად იცლება აგრესიისგან.
კირჩხიბის ანტიდეპრესანტი ახლობელი ადამიანების ჩახუტება და ზრუნვაა. თუკი კირჩხიბმა იცის, რომ ვიღაცას უყვარს და ასლუკუნებულს ყოველთვის დაამშვიდებენ, ხასიათი წამის მეასედში გამოუკეთდება.
ლომის ანტიდეპრესანტი კომპლიმენტებია. ასეთი ადამიანები მარტივად გამოდიან სტრესული სიტუაციიდან თუკი მათ ვინმე გულწრფელად შეუქებს ჩაცმის სტილს, პროფესიულ შესაძლებლობებს ან თუნდაც საუბრის მანერას.
ქალწულისთვის ანტიდეპრესანტი ჰიგიენური პროცედურების დაცვაა. როცა გაბრაზებულია ბევრი ქალწული იწყებს სახლის გენერალურ დალაგებას. მამაკაცი ქალწულები კი არცთუ იშვიათად მიმართავენ მასაჟისტის მომსახურებას.
სასწორის ანტიდეპრესანტი შოკოლადი და ხელოვნებაა. ცუდ ხასიათზე მყოფ სასწორს თუ ტკბილეულზე მიიპატიჟებთ, კარგი ფილმის ან მუსიკის თანხლებით მას ხასიათი მალე გამოუსწორდება.
მორიელის ანტიდეპრესანტი ძალზე ხშირადაა დრაივი და ექსტრემალური სპორტისკენ მიდრეკილება. მორიელების დიდი ნაწილი დაგროვილ სტრესს და ნეგატივს არცთუ იშვიათად ავტორბოლითა და ზოგადად, ავტომობილის სწრაფად ტარებით ებრძვის.
მშვილდოსნების დიდ ნაწილს ანტიდეპრესანტი ფაქტობრივად არ სჭირდება, იმიტომ რომ ეს ხალხი თავადაა სხვისთვის ოპტიმიზმის წყარო. მაგრამ თუ მაინც ისე მოხდა, რომ მშვიდლოსანს დარდი შემოაწვა, იგი სტრესს ხეტიალითა და ცხოველებთან ურთიერთობით ებრძვის.
თხის რქისთვის ანტიდეპრესანტის ფუნქციას მუშაობა და პროფესიული ვალდებულებების მომატება ასრულებს. როცა თხის რქა თავს ცუდად გრძნობს, იგი უფრო მიზანმიმართულად იწყებს კარიერის კეთებას. ამიტომ დეპრესიას და იმედგაცრუებას ზოგჯერ კარგი მხარეც გააჩნია თხის რქის შემთხვევაში.
მერწყულის ანტიდეპრესანტი სხვადასხვა ტიპის ტექნიკური სიახლეების დატესტვა-გაცნობა, სპირიტუალური ან ასტროლოგიური ლიტერატურის კითხვა და მეგობრების სტუმრობაა. მერწყულები არანაკლებ ეფექტურად ებრძვიან სტრესს მაშინ, როცა აქვთ საშუალება ეს ნეგატივი კრეატიულ საქმიანობაზე დახარჯონ (მაგ. ხატონ, კერონ, ქარგონ).
თევზებისთვის ანტიდეპრესანტის ფუნქციას მეგობართან გულახდილი საუბარი ასრულებს ჭიქა ჩაის, ყავის ან სულაც რომელიმე მაგარი სასმელის თანხლებით. თევზები იდეალურად ახერხებენ სტრესისგან გათავისუფლებას ასევე მრჩევლის ან მსმენელის როლში. ამ შემთხვევაში შედარებითი ანალიზი შესანიშნავად მუშაობს და თევზები რწმუნდება, რომ ამ ქვეყანაზე არსებობს ხალხი, ვინც მასზე უფრო უბედურია.