თქვენი დახასიათება ბედნიერების ფსიქოლოგიის მიხედვით

by admin
14 views
A+A-
Reset
თქვენი რეკლამის ადგილი 3

დაუფიქრებლად აირჩიეთ ის ფოტო, რომელიც ყველაზე მიმზიდველი გეჩვენებათ. ახლა კი წაიკითხეთ შედეგი, მოგეწონებათ.
1. გულუხვი და მორალური

სურვილი გაქვთ, გარშემო მყოფებზე უკეთესი იყოთ. ამბიციური ხართ და საკუთარი თავის მიმართ – მომთხოვნი. ხალხს ჰგონია, რომ თქვენ გვერდით ყოფნა რთული იქნება, მაგრამ თქვენ უფრო გიჭირთ მათ გვერდით გაჩერება. მუშაობთ, მაგრამ ეგოისტი არ ხართ; მუშაობთ, რათა სამყარო გააუმჯობესოთ, გარშემო მყოფებისთვისაც კი. გიყვართ, სანამ გატკენენ, მერე კი გული გიცრუვდებათ. ძალიან ცოტაა ისეთი ხალხი, ვისაც თქვენი საქმიანობის, თქვენი პიროვნების ღირსეულად დაფასება შეუძლია.

2. სამართლიანი და მხიარული

გამძაფრებული გაქვთ პასუხისმგებლობის გრძნობა, განსაკუთრებულად ზრუნავთ გარშემო მყოფებზე. მუშაობის სამართლიანი წესები გაქვთ და არც პასუხისმგებლობის საკუთარ თავზე აღებას ერიდებით. კარგი ხასიათის პიროვნება ხართ, გიყვართ ხალხი და ენდობით მათ. ენერგიული, მხიარული ადამიანი ხართ, რომელსაც ყოველთვის აქვს ახლობლებისთვის მოსაყოლი საინტერესო და მხიარული ამბები.

3. ჭკვიანი და დაფიქრებული

არაჩვეულებრივი მოაზროვნე ხართ. თქვენი იდეები და აზრები, – აი, რა არის ყველაზე მნიშვნელოვანი. გიყვართ მსჯელობა, ოღონდ თქვენთვის, განმარტოებით. ინტროვერტი ხართ. იმ ადამიანებს უმეგობრდებით, ვისაც ფიქრი და სწავლა უყვარს. არასდროს ხართ ზედაპირული. უამრავ დროს კარგავთ ფიქრზე, გააზრებაზე და იმას აკეთებთ, რაც სწორად მიგაჩნიათ, იმ შემთხვევაშიც კი, თუ საზოგადოება გიპირისპირდებათ.

4. ფილოსოფიური და შემოქმედებითი

უნიკალური და განუმეორებელი პიროვნება ხართ. თქვენ გვერდით თქვენზე ოდნავ მიახლოებულიც კი ძნელად მოიძებნება. ცოტა უცნაური და ძალიან ინტუიციური ხართ. გული გტკივათ, თუ თქვენი სწორად არ ესმით. თქვენთვის აუცილებელია, გქონდეთ საკუთარი სამყარო, სივრცე, სადაც უნებართვოდ არავინ შემოიჭრება. შემოქმედებას მეტი დრო უნდა დაუთმოთ და იგი საზოგადოებას უნდა გააცნოთ. თქვენ ის ადამიანი ხართ, ვინც თვალნათლივ ხედავს ცხოვრების ბნელ და ნათელ მხარეებს. ამასთანავე, ემოციურიც ხართ.

5. საკუთარ თავში დარწმუნებული და ლიდერი

დამოუკიდებელი ადამიანი ხართ, რომელსაც მხოლოდ საკუთარი თავის იმედი აქვს. “მე თვითონ”, “მე გავაკეთებ” – ეს ის ფრაზებია, რომლებსაც ხშირად ამბობთ. იცით, რომ საკუთარი თავისა და საყვარელი ადამიანებისთვის თქვენზე სანდო და მზრუნველი არავინაა. იცით, რისი მიღწევა გსურთ და მიზანმიმართულად მიიწევთ გამარჯვებისკენ. ერთადერთი, რასაც გარშემო მყოფებისგან ითხოვთ, გულწრფელობაა და მუდამ მზად ხართ სიმართლის მოსასმენად.

6. მომხიბლავი და ენერგიული

მხიარული და ენერგიული ადამიანი ხართ. სპონტანური, მაგრამ ჰარმონიული და გარშემო მყოფებს დისკომფორტს არ უქმნით. მუდამ ენთუზიაზმით ხართ აღსავსე და მუდამ მზადყოფნაში ახალი იდეების განსახორციელებლად, ახალი მწვერვალების დასაპყრობად და, რა თქმა უნდა, მეგობრების დასახმარებლად. გიყვართ თავგადასავლები და ზოგჯერ თქვენი საქციელით ხალხის შოკში ჩაგდება. მაგრამ კი არ თამაშობთ, ბუნებრივად ხართ ასეთი. თქვენთვის ყველაფერი საინტერესოა და ყველაფერი გიტაცებთ. თუ რაიმემ დაგაინტერესათ, ვერ მოისვენებთ, სანამ ბოლომდე არ ამოხსნით.

7. ბედნიერი და აუღელვებელი

გარშემო მყოფების მოსმენა ყურადღებით და საყვედურების გარეშე შეგიძლიათ. მგრძნობიარე და სხვისი ჭირის გამზიარებელი ადამიანი ხართ. მიგაჩნიათ, რომ ყველა ადამიანს ცხოვრების საკუთარი გზა აქვს გასავლელი. ადვილად უგებთ ადამიანებსა და მოვლენებს. იშვიათად ნერვიულობთ და სტრესგამძლეც ხართ. როგორც წესი, მუდამ უკეთესი მომავლის იმედი გაქვთ და ცდილობთ, სიმშვიდე შეინარჩუნოთ. გიყვართ დროსტარება და არჩეული გზიდან არასდროს გადაუხვევთ.

8. კეთილი და მგრძნობიარე

ხალხთან საერთო ენის გამონახვა არ გიჭირთ. უამრავი მეგობარი და ნაცნობი გყავთ და მუდამ გაქვთ სურვილი, მათი ცხოვრება უკეთესობისკენ შეცვალოთ. თბილი და ნათელი აურა გაქვთ, ადამიანები თქვენ გვერდით თავს მშვიდად გრძნობენ. თავად კი ყოველდღიურად ცდილობთ, უკეთესობისკენ შეიცვალოთ. გსურთ, გარშემო მყოფებისთვის საინტერესო იყოთ. თქვენთვის ჰაერივით აუცილებელია სიყვარული და ხშირად ის ადამიანებიც გიყვართ, ვინც საპასუხო გრძნობით არ გპასუხობთ.

9. ოპტიმისტი და იღბლიანი

გგონიათ, რომ ცხოვრება საჩუქარია და ცდილობთ, მაქსიმალური სარგებელი მიიღოთ მისგან. ამაყობთ იმით, რასაც ცხოვრებაში მიაღწიეთ. მათით, ვინც თქვენ გვერდითაა და გიყვართ. მოვლენებს საღად აფასებთ და ხედავთ, რომ ჭიქა ნახევრად სავსეა. ნებისმიერ საშუალებას იყენებთ, რომ გაიუმჯობესოთ ცხოვრება, პირობები; ისწავლოთ და გაიზარდოთ. მიგაჩნიათ, რომ ცხოვრება ხანმოკლეა, უნდა დატკბეთ თითოეული მომენტით და წუწუნით ვერაფერს უშველით.

თქვენი რეკლამის ადგილი 4

Related Articles