4.4K
სოციალურ ქსელში ერთ-ერთმა მომხმარებელმა სასიამოვნო ისტორია გააზიარა:
„ქუჩაში ბარათი დამივარდა. იმავე საღამოს შევამჩნიე, რომ ერთ-ერთ სუპერმარკეტში 35 თეთრი ჩამოიჭრა. იმდენად გამიკვირდა ასეთი მცირე თანხის გამოყენება, რომ საკუთარ თავში ეჭვიც კი შემეპარა—იქნებ მე ვიყიდე რამე და არ მახსოვს-მეთქი.
დაუზუსტებლად ვერ დავტოვე და სუპერმარკეტის ცხელ ხაზზე გადავრეკე. დამიდასტურეს, რომ მათთან ჩემი ბარათი ინახებოდა. მივედი ასაღებად და აღმოჩნდა, რომ კეთილმა ადამიანმა იპოვა, გამყიდველს გადასცა და სპეციალურად 35 თეთრი დახარჯა, რათა მინიშნება დაეტოვებინა, სად უნდა მომეძებნა.
აი, ასეთი პატარა, მაგრამ სასიამოვნო შემთხვევებიც ხდება!“