სოციალურ ქსელში გავრცელდა კადრები, სადაც ჩანს, რომ უფლებადამცველი ბაია პატარაია აქციის მონაწილე ახალგაზრდებს არ აძლევს უფლებას, რომ ისინი სიტყვით გამოვიდნენ. დასმულ შეკითხვაზე არის თუ არა ის აქციის ორგანიზატორი არ სცემს პასუხს, თუმცა იგი მალავს მიკროფონს, რომ მშვიდობიანმა დემონსტრანტებმა საკუთარი აზრი ღიად არ დააფიქსირონ.
აღნიშნულ კადრებს სოციალურ ქსელში დიდი გამოხმაურება მოჰყვა. აქციის ერთ-ერთი მონაწილე ტიკტოკზე ვიდეომიმართვას ავრცელებს, სადაც ბაია პატარაიას, ბექა ყორშიას, ხატია დეკანოიძეს და „ნაციონალური მოძრაობის“ წევრებს საჯაროდ აკრიტიკებს.
როგორც ქეთა აბულაძე ვიდეოში ამბობს, მალე აქციის ახალგაზრდა მონაწილეები მსვლელობაში აღარ ჩაერთვებიან, რადგან აქციის ორგანიზატორები „ნაციონალური მოძრაობის“ წევრები აღმოჩნდნენ.
“თქვენ შემთხვევით ძალიან ხომ არ აგივარდათ თავში ჩვენი ცემა-ტყეპის ხარჯზე ქულების დაწერა? საერთოდ როგორ ბედავთ იქ მდგომ ადამიანებს ასე ირონიულად ელაპარაკოთ და არაფრად ჩათვალოთ.
რისთვის გჭირდებათ იქ მდგომი ადამიანები უბრალოდ, რომ მრავალრიცხოვანი კადრები აჩვენოთ საზოგადოებას? უბრალოდ ბუტაფორიები იყვნენ?
იქ ვიღაც ხატია დეკანოიძე, ან ვიღაც ბაია პატარაია თუ არ არის არ უნდა ჰქონდეს უფლება რომ სიტყვა თქვას? საერთოდ ვინ ხართ და ვინ მოგცათ უფლება, რომ ხალხის პროტესტში გადამწყვეტი სიტყვა თქვათ თქვენ?
მე და ჩემი სამეგობრო თქვენ ბინძურ თამაშში ჩაბმას არ ვაპირებთ, გუშინდელი აქციიდან გამოჩნდა, რომ თქვენ საზოგადოებას იყენებთ.
საერთოდ შემოგეცლებათ ეს ხალხი და დარჩებით თქვენ, ბექა ყორშია, ბაია პატარაია, „ნაციონალური მოძრაობა“, ხატია დეკანოიძე და ეთამაშეთ მერე კუკუ დამალობანა ერთმანეთს“, – ამბობს აქციის მონაწილე ქეთა აბულაძე.
@qetaabulashvili1 ვირო მადლი მოგიტყანო.