მოგეხსენებათ, საქართველოს ნაკრებმა პორტგულია დაამრცხა და ამით სადებიუტო ევრო 2024-ზე მერვედფინალის საგზური მოიპოვა.
თქვენთვის კარგადაა ცნობილი, რომ ჩვენი მეტოქე ესპანეთი იქნება.
ამ თამაშში, ისევე როგორც წინა 3-ში, “ჯვაროსნები” აუტსაიდერები არიან, რაც, ობიექტურად რომ ითქვას, საფუძვლიანია.
ესპანელებმა თავიანთი 3-ვე თამაში მოიგეს, ამ სტატისტიკით კი ისინი ჩემპიონატზე ერთადერთები არიან.
ასევე უნდა აღინიშნოს, რომ ისინი მიმდინარე ჩემპიონატზე საუკთესო გუნდის შთაბეჭდილებას ტოვებენ.
ერთ-ერთი საფეხბურთო სააგენტოს სუპერკომპიუტერმა ანალიტიკური გამოთვლებითა და დაკვირვებით ამ დაპირისპირების ანგარიში წინასწარ დაასახელა.
როგორც ის იუწყება, ეს თამაში 1:1 მორჩება, პენალტების სერიაში კი საქართველო იმარჯვებს. გოლებს ჩვენი მხრიდან გიორგი ქოჩორაშვილი გაიტანს, ესპანელების მხრიდან კი თავს ნიკო უილიამსი გამოიჩენს.