“სპეცრაზმელებს შორის მოვხდი… კითხვებზე ვუპასუხებდი, როდესაც ერთ-ერთმა თავში ორჯერ მოულოდნელად ჩამარტყა, ისეთი ძალით, ცხვირიდან სისხლი წამსკდა” – რას ჰყვება აქციაზე ნაცემი ბალერინა?

by admin
28 views
A+A-
Reset
თქვენი რეკლამის ადგილი 3

მო­ცეკ­ვა­ვე ნა­თია ბუნ­ტუ­რი აქ­ცი­ებ­ზე მე­გობ­რებ­თან და უამ­რავ ადა­მი­ან­თან ერ­თად მუდ­მი­ვად და­დის…

29 ნო­ემ­ბერს აქ­ცი­ის მო­რი­გი დაშ­ლი­სას ის სპეც­რაზ­მე­ლე­ბის სა­მიზ­ნე აღ­მოჩ­ნდა. მას სა­ხე­ზე ფი­ზი­კუ­რი და­ზი­ა­ნე­ბე­ბი აღე­ნიშ­ნე­ბა. Ambebi.ge ნა­თია ბუნ­ტურს და­უ­კავ­შირ­და.

– ნა­თია, რო­გორ გრძნობთ თავს?

– არც ისე კარ­გად, მაგ­რამ ხალ­ხი, ვინც იქ ყო­ველ დღეს დგას, არ ვიცი, რას უძ­ლებს…

– ვნა­ხეთ თქვენ მიერ გავ­რცე­ლე­ბუ­ლი ფო­ტო­ე­ბი და აქ­ცი­ე­ბის დაშ­ლი­სას თქვენც და­შა­ვე­ბულ­ხართ. რა მოხ­და?

– ჩვენ სო­ფელ­ში ვცხოვ­რობთ და როცა ვა­ხერ­ხებთ, თბი­ლის­ში აქ­ცი­ებ­ზე ჩავ­დი­ვართ და დი­ლით უკან ვბრუნ­დე­ბით. 29 ნო­ემ­ბერ­საც იქ ვი­ყა­ვით. მე­გობ­რე­ბი ყვე­ლა­ნი ერ­თად ვი­დე­ქით, რა­ღაც მო­მენ­ტში ჩე­მე­ბის­გან ცოტა მო­შო­რე­ბით აღ­მოვ­ჩნდი. სა­დაც ვი­დე­ქი, იმ წამს რა­ღაც ჩოჩ­ქო­ლი ატყდა, უცებ წა­ვი­ბორ­ძი­კე, და­ვი­ნა­ხე ხალ­ხი უკან გა­იქ­ცა და სპეც­რაზ­მე­ლე­ბის შო­რის მოვხდი. რას ვი­ზამ­დი, ვერ გა­ვიქ­ცე­ო­დი. გვერ­დით ქუ­ჩა­ზე გა­მიყ­ვა­ნეს.

თქვენი რეკლამის ადგილი

სად არი­ან შე­ნე­ბი, სად არის მან­ქა­ნა? – კი­თხვებს მის­ვამ­დნენ, მეც ვუ­პა­სუ­ხებ­დი. ამ სა­უბ­რი­სას გარ­შე­მო მედგნენ. მერე მარ­ჯვნი­დან ერთ-ერ­თმა თავ­ში ორ­ჯერ ჩამ­ცხო, ისე­თი ძა­ლით, ცხვი­რი­დან სის­ხლი წამსკდა…

– რა­ტომ?

– არ ვიცი, ასე უნ­დო­და, ეტყო­ბა. არა­და, ჩვე­უ­ლებ­რი­ვად მე­კი­თხე­ბოდ­ნენ რა­ღა­ცებს და ამის გამო იმ მო­მენ­ტში შიში არ მქონ­და, რომ რამე მე­მუქ­რე­ბო­და. აი, ასე უეც­რად მო­წყვე­ტით ჩა­მარ­ტყა…

– სხვებს წი­ნა­აღ­მდე­გო­ბა არა გა­უ­წე­ვი­ათ? არ უთ­ქვამთ, – რას აკე­თებ ქა­ლი­აო?

– არა, ყვე­ლა იდგა გა­ჩე­რე­ბუ­ლი და უხ­მოდ. მე არ გა­მო­მიწ­ვია, არ­ცერ­თი გა­დაბ­რუ­ნე­ბუ­ლი სი­ტყვა არ მით­ქვამს, პი­რი­ქით, კარ­გად ვე­ლა­პა­რა­კე­ბო­დი, რა­ღაც კე­თი­ლი ხალ­ხი ჩან­ხართ, კე­თი­ლი თვა­ლე­ბი გი­ჩანთ – მეთ­ქი. ცოტა სტრეს­შიც ვი­ყა­ვი… მერე მარ­ცხნივ შე­და­რე­ბით უფ­რო­სი კაცი იყო და იმან მი­თხრა, – წამო-წამო, შე­ნე­ბამ­დე ჩა­გიყ­ვა­ნო… გზა­ში სის­ხლს ვიწ­მენ­დდი. აქ­ცი­ა­ზე უკან რომ ჩა­ვე­დი, ჩე­მე­ბი ვერ მიხ­ვდნენ, რომ ძა­ლი­ან მქონ­და დარ­ტყმუ­ლი, მხო­ლოდ ცხვირს ვიწ­მენ­დდი. თა­ვი­დან თვალ­ზე არა­ფე­რი მე­ტყო­ბო­და, მე­ო­რე დღეს ჩა­მი­ლურ­ჯდა და შე­მი­შუპ­და. თა­ვიც მტკი­ვა…

– მა­შინ­ვე არ მი­გი­მარ­თავთ სას­წრა­ფოს­თვის?

თქვენი რეკლამის ადგილი

– არა, ისე­თი ამ­ბე­ბი ხდე­ბო­და გარ­შე­მო, რომ ჩემს თავს და სა­ხეს არ ვჩი­ო­დი. მერე ჩემი და­შა­ვე­ბუ­ლი სა­ხის ფოტო დავ­დე პი­რად გვერ­დზე და ხალ­ხს მო­ვუ­ყე­ვი, რა მოხ­და. გაბ­რა­ზე­ბუ­ლი, შე­უ­რა­ცხყო­ფი­ლი და ჩემ­ზე ბევ­რად უა­რე­სად ნა­ცე­მია ხალ­ხი, მათ შო­რის, გო­გო­ე­ბი. მე არ ვარ ერ­თა­დერ­თი გოგო, ვი­საც ფი­ზი­კუ­რად გა­უს­წორ­დნენ…

ვინც გა­რეთ დგას, არის გმი­რი და გამ­ძლე ხალ­ხი. რაც არ უნდა მო­გი­ვი­დეს, მათ გვერ­დით დგო­მა ბედ­ნი­ე­რე­ბაა. აქ­ცი­ა­ზე 5 წუ­თი­თაც რომ შეხ­ვი­დე, ამას აუ­ცი­ლებ­ლად იგ­რძნობ. რაც შე­ე­ხე­ბა სპეც­რაზ­მე­ლე­ბის სი­სას­ტი­კეს, ამას ყვე­ლა ამ­ბობს და ეკ­რან­ზეც ჩანს, რო­გორ მოქ­მე­დე­ბენ…

ცნო­ბის­თვის:

ნა­თია ბუნ­ტუ­რი არის ქარ­თვე­ლი ბა­ლე­რი­ნა და ტე­ლე­წამ­ყვა­ნი. და­ი­ბა­და 1986 წლის 27 სექ­ტემ­ბერს, თბი­ლის­ში. ვ. ჭა­ბუ­კი­ა­ნის სა­ხე­ლო­ბის ქო­რე­ოგ­რა­ფი­უ­ლი სას­წავ­ლებ­ლის დამ­თავ­რე­ბის შემ­დეგ, 2002-2004 წლებ­ში სწავ­ლობ­და ბოს­ტო­ნის სა­ბა­ლე­ტო სკო­ლა­ში, 2004-2005 წლებ­ში კი ჯოფ­რის სა­ბა­ლე­ტო სკო­ლა­ში, ნიუ-იორკში. 2005-2008 წლებ­ში პენ­სილ­ვა­ნი­ის ბა­ლე­ტის და­სის მო­ცეკ­ვა­ვე იყო, აშშ-ში. 2008-2012 წლებ­ში თბი­ლი­სის ზ. ფა­ლი­აშ­ვი­ლის სა­ხე­ლო­ბის ოპე­რი­სა და ბა­ლე­ტის თე­ატ­რის ბა­ლე­ტის მსა­ხი­ო­ბი გახ­და. 2015 წლი­დან დღემ­დე მაკა მა­ხა­რა­ძის ბავ­შვთა სა­ბა­ლე­ტო სტუ­დი­ის ბა­ლე­ტის პე­და­გო­გია. 2016 წლი­დან ნა­თია ბუნ­ტუ­რი “გი­ორ­გი ალექ­სი­ძის სა­ხე­ლო­ბის თბი­ლი­სის თა­ნა­მედ­რო­ვე ბა­ლე­ტის“ წამ­ყვა­ნი სო­ლის­ტი გახ­და. დად­გმუ­ლი აქვს, რო­გორც სა­ბავ­შვო სა­ბა­ლე­ტო სპექ­ტაკ­ლე­ბი, ისე ქო­რე­ოგ­რა­ფი­უ­ლი მი­ნი­ა­ტი­უ­რე­ბი. დგამს ქო­რე­ოგ­რა­ფი­ას დრა­მა­ტუ­ლი თე­ატ­რე­ბის­თვი­საც.

ნა­თია ბუნ­ტუ­რი 4 წლის გან­მავ­ლო­ბა­სი იყო სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვი მა­უ­წყებ­ლის თა­ნამ­შრო­მე­ლი.

თქვენი რეკლამის ადგილი

Related Articles