,,თითქოს უბრალოდ ამომატრიალეს და…” – რას ჰყვება ბიჭი, რომელიც ვეშაპმა გადაყლაპა და რამდენიმე წამში უკან ამოიღო

by admin
7 views
A+A-
Reset
თქვენი რეკლამის ადგილი 3

ეს შემთხვევა ჰოლივუდის მძაფრსიუჟეტიანი ფილმის სცენას ჰგავს, თუმცა სინამდვილეში მოხდა – ჩილელი მამაკაცი რამდენიმე წამით კუზიანი ვეშაპის პირის ღრუში აღმოჩნდა, გადარჩა და დარწმუნებულია, რომ ზღვის გიგანტს მტაცებლური განზრახვა არ ჰქონდა, უბრალოდ ცნობისმოყვარეობას იჩენდა.

23 წლის ადრიან სიმანკასმა შაბათს კაიაკით მაგელანის სრუტეში ცურვა გადაწყვიტა, პუნტა-არენასის მახლობლად, ჩილეს სამხრეთ ნაწილში. მოულოდნელად, ძლიერი დარტყმა იგრძნო ზურგზე და ჰაერში აისროლეს. როცა თვალები გაახილა, გააცნობიერა, რომ ვეშაპის პირის ღრუში იმყოფებოდა.

„სახეზე ლორწოვანი ქსოვილი ვიგრძენი. თვალები დავხუჭე და დარტყმას ველოდი, მაგრამ მეჩვენა, რომ უბრალოდ ამომატრიალეს და წყალში დამაბრუნეს“, – იხსენებს ადრიანი BBC Mundo-სთან საუბრისას.

მისი მამა, 49 წლის დელ სიმანკასი, რომელიც მასთან ერთად იმყოფებოდა, თავდაპირველად ვერ მიხვდა, რა მოხდა.

„ადრიანი უცებ გაქრა. ძალიან ვინერვიულე. შემდეგ წყალში რაღაც უზარმაზარი სხეული დავინახე და მაშინვე ვეშაპი ამოვიცანი“, – ჰყვება იგი.

თქვენი რეკლამის ადგილი

რამდენიმე წამში ადრიანი წყლის ზედაპირზე ისევ გამოჩნდა.

„იმ მომენტში მეგონა, რომ ყველაფერი დასრულდა. როცა წყლიდან ამოვედი, მაშინ მამაჩემზე დავიწყე ნერვიულობა – რომ მას არაფერი მოსვლოდა“, – ამბობს ის.

ინციდენტი კამერამ დააფიქსირა, რომელიც დელ სიმანკასს კაიაკზე ჰქონდა დამაგრებული.

ბიოლოგების განმარტებით, კუზიან ვეშაპს ადამიანის გადაყლაპვა ფიზიკურად არ შეუძლია, რადგან ვიწრო ხორხი აქვს. ჩილეს უნივერსიტეტის საზღვაო ბიოლოგი მარია ხოსე პერესი ვარაუდობს, რომ ვეშაპი შემთხვევით საკვების დაჭერის პროცესში იმყოფებოდა, რის გამოც კაიაკი მის პირის ღრუში მოხვდა.

Related Articles