Brussels Airlines-ის რეისზე SN202, რომელიც სენეგალიდან ბელგიაში, ბრიუსელში მიფრინავდა, ბავშვი დაიბადა. როგორც გამოცემა Bild წერს, თვითმფრინავის აფრენიდან 30 წუთში ბორტზე მყოფ ორსულს მუცლის ძლიერი ტკივილი დაეწყო და ეკიპაჟს დახმარება სთხოვა.
ერთ-ერთმა ბორტგამცილებელი მალევე მიხვდა, რომ ეს არ იყო უბრალოდ მუცლის ტკივილი და რომ ქალს, რომელიც ამბობდა, რომ 32 კვირის ორსული იყო, მშობიარობა ეწყებოდა.
ქალს მშობიარობაში ბორტგამცილებლები და ერთ-ერთი მგზავრი დაეხმარა, რომელსაც სამედიცინო განათლება ჰქონდა. გოგონა 11 000 კილომეტრის სიმაღლეზე დაიბადა. როგორც მედია წერს, ყველაფერი კარგად დასრულდა და დედა და ბავშვი თავს კარგად გრძნობენ.
აღნიშნულის გამო, მფრინავებმა მიიღეს გადაწყვეტილება, რომ უკან, სენეგალში დაბრუნებულიყვნენ.