ნინა ნინუა ამჟამად აშშ-ში ცხოვრობს და სწავლობს პარსონის დიზაინის სკოლაში.
მისი დოსიედან, რომელიც ინტერნეტში მოიპოვება, ვიგებთ, რომ ის მოდის ინდუსტრიაშია ჩართული და მონაწილეობა მიუღია რამდენიმე ჩვენებაში. ასევე, ნინამ თავი საცდელი ფოტო და სარეკლამო ვიდეორგოლებითაც გამოიჩინა, როგორც დამწყებმა მოდელმა.
ნინა ცნობილ ოჯახს ეკუთვნის – მისი მამაა კახაბერ ნინუა, ხოლო დედა, რუსუდან ჩერგოლეიშვილი, ბიზნესვუმენი. მის დეიდას, თამარ ჩერგოლეიშვილს, საზოგადოება „ტაბულას“ დამფუძნებლად და „ევროპული საქართველოს“ ლიდერად იცნობს.
“ჩემი მშვენიერი ნინა“, – წერს “ლუქმოდელსის“ დამფუძნებელი ნინა ცქიტიშვილი და სოციალურ ქსელში სააგენტოს მოდელის, ნინა ნინუას ფოტოებს აქვეყნებს.
“რა ლამაზია,“ “ვინ არის?“, “საოცარია“, “ქართველი მილა იოვოვიჩია…“ – წერენ პოსტის კომენტარებში, გამორჩეული გარეგნობის ქართველ გოგონაზე.