„აიღეთ ჯანჯაფილი, ლიმონი და ორივე დააბლენდერეთ…“ – რას გვირჩევს გიორგი ღოღობერიძე

by admin
193 views
A+A-
Reset
თქვენი რეკლამის ადგილი 3

ექიმი გიორგი ღოღობერიძე საკუთარ ფეისბუქ გვერდზე ვრცლად საუბრობს, როგორ გავუმკლავდეთ არსებულ ვირუსულ ინფექციებს, განსაკუთრებით, გრიპს, ვინ უნდა გამოიჩინოს უფრო მეტი სიფრთხილე და მკურნალობის რა გზები შეიძლება, გამოვიყენოთ:

„ძალიან ბევრ ადამიანს ცხელება, გამოხატული სისუსტე, კუნთების, სახსრების ტკივილი, ხველა აწუხებს, პანიკაში ვარდებიან და არ იციან, რა გააკეთონ. მაღალ ასაკობრივ ჯგუფში კიდევ უფრო ღელავენ და არ იციან, როგორ მართონ დაავადება.

სეზონურ გრიპს თავისი ინკუბაციური პერიოდი აქვს. როცა გრიპით დაავადებულ ადამიანთან კონტაქტი გექნებათ, შესაძლოა, ნიშნები თქვენც გამოგივლინდეთ, მაგრამ ნიშნების გამოვლენა, დაახლოებით, 1-4 დღეში, საშუალოდ კი, 2 დღეში მოხდება. როგორც წესი, 3 ტიპური ნიშნით ვლინდება: პირველი, ეს არის ცხელება. ტემპერატურა იმატებს. ცხელება, ჩვეულებრივ, 37,8 გრადუსიდან 40-41 გრადუსამდეა. მაღალი ტემპერატურაა სწორედ მიზეზი, რის გამოც ადამიანებს გრიპით დაავადების ეშინიათ. ცხელების გარდა, პაციენტს გრიპის დროს არაპროდუქციული ხველა აღენიშნება – მშრალად ახველებს. მესამე ნიშანი მიალგია, ანუ კუნთების ტკივილია. გარდა ამ 3 ნიშნისა, შესაძლოა, ადამიანს ყელის ტკივილი, სურდო, თავის ტკივილი აღენიშნებოდეს. პაციენტების მცირე ნაწილში, განსაკუთრებით, ბავშვთა ასაკში, შესაძლოა, გულისრევა და ღებინება იყოს გამოხატული.

თუმცა, როცა საქმე 65 წელს ზემოთ ასაკობრივ კატეგორიას ეხება, იქ შეიძლება ტემპერატურა საერთოდ არ იყოს გამოხატული. შესაძლოა, ვერც კი მიხვდეთ, რომ მას გრიპი აქვს. 65 წელს ზემოთ ადამიანებში გრიპის ამოცნობა ძალიან რთულია. ნაკლებად ახლავს ცხელება, ხველა, კუნთების ტკივილი. უფრო მეტად, უმადობა, სისუსტე და თავბრუსხვევა ახასიათებს. ამიტომ, ყურადღებით იყავით – თუ სახლში გყავთ ადამიანი, რომლის ასაკიც 65 წელს ზემოთაა და მას უმადობა, სისუსტე, თავბრუსხვევა აქვს, ეს ჩივილები ახლა გამოუვლინდა და ამის გამოა ცუდად, ეს შეიძლება, გრიპი იყოს და არ არის აუცილებელი, მას ცხელება, ხველა და კუნთების ტკივილი ახლდეს…“

თქვენი რეკლამის ადგილი
თქვენი რეკლამის ადგილი 4

Related Articles