10.8K
“გუშინ, მეტეხის ხიდთან რომ მანქანა გადავარდა, ქალაქში შექმნილ საცობზე დავიწუწუნე, გაუაზრებლად…დღეს დილას კი ვიგებ, რომ ის ახალგაზრდა გარდაცვლილი ბიჭი ჩემი ბიძაშვილის შვილის მეუღლეა.ახლადდაქორწინებულები იყვნენ, ბავშვს ელოდებოდნენ, ქორწილი
უნდა გადაეხადათ და ბევრი გეგმა ჰქონდათ ცხოვრებაში!რით განუგეშო ბავშვო, არც კი ვიცი,ფეხქვეშ მიწა გეცლება და ფეხზე როგორ უნდა დადგე!” – წერს გარდაცვლილის ახლობელი.
ტრაგედია დატრიალდა გუშინ თბილისში, მეტეხის ხიდთან ავტომობილი მტკვარში ჩავარდა. ავტომობილის ამოყვანის სამუშაოები სპეციალური ტექნიკით რამდენიმე საათი მიმდინარეობდა. ავტომობილის ამოყვანის შემდეგ მაშველებმა იქ ცხედარი იპოვეს.