ნია იმნაძის ბებია მიმართვას და ალექსანდრე გაბაშვილისა და ანი ნასყიდაშვილის პირადი მიმოწერის “სქრინებს” ავრცელებს

by admin
10 views
A+A-
Reset
თქვენი რეკლამის ადგილი 3

რო­გორც შო­რე­ნა ბალ­ხა­მიშ­ვი­ლი ამ­ბობს, ნია იმ­ნა­ძე სა­ზო­გა­დო­ე­ბამ უკვე გა­ა­სა­მარ­თლა საქ­მის მა­სა­ლე­ბის ცოდ­ნის გა­რე­შე.და­კა­ვე­ბუ­ლი მო­ზარ­დის ბე­ბია სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში ასე­ვე, ალექ­სან­დრე გა­ბაშ­ვი­ლის (SASHKAAA) და ანი ნას­ყი­დაშ­ვი­ლის პი­რა­დი მი­მო­წე­რის “სქ­რი­ნებ­საც” აქ­ვეყ­ნებს.

“კონ­კრე­ტუ­ლად რო­დის, სად და რა სი­ტყვე­ბით წა­ა­ქე­ზა ნია იმ­ნა­ძემ ალექ­სან­დრე გა­ბაშ­ვი­ლი გიგა ავა­ლი­ან­ზე თავ­დას­ხმის­თვის?

ათი თვე გა­ვი­და. ათი თვის გან­მავ­ლო­ბა­ში მიმ­დი­ნა­რე­ობ­და გა­მო­ძი­ე­ბა. ამო­ღე­ბუ­ლი იყო ტე­ლე­ფო­ნე­ბი, შეს­წავ­ლი­ლი იყო მი­მო­წე­რე­ბი, და­კი­თხუ­ლი იყ­ვნენ ადა­მი­ა­ნე­ბი, ჩა­ტა­რე­ბუ­ლი იყო არა­ერ­თი სა­გა­მო­ძი­ე­ბო მოქ­მე­დე­ბა.

ნია არ და­უ­კა­ვე­ბი­ათ. ათი თვის გან­მავ­ლო­ბა­ში – 16 წლის ბავ­შვის წი­ნა­აღ­მდეგ მიმ­დი­ნა­რე­ობ­და უმ­ძი­მე­სი და და­უნ­დო­ბე­ლი სა­ჯა­რო კამ­პა­ნია.

ჩვენ ყო­ველ­დღი­უ­რად ვუ­ყუ­რებ­დით, რო­გორ ხდე­ბო­და ნიას სა­ხე­ლის სა­ჯა­როდ ტი­რა­ჟი­რე­ბა, ენით აუღ­წე­რე­ლი შე­უ­რა­ცყო­ფა და ცი­ლის­წა­მე­ბა. რო­გორ აცხა­დებ­დნენ მას „მთა­ვარ ფი­გუ­რად“, „წამ­ქე­ზებ­ლად“, ფაქ­ტობ­რი­ვად უკვე დამ­ნა­შა­ვედ – სა­სა­მარ­თლოს გა­და­წყვე­ტი­ლე­ბამ­დე, გა­ნა­ჩე­ნამ­დე და ბრა­ლის დამ­ტკი­ცე­ბამ­დე.

თქვენი რეკლამის ადგილი

ეკა კუ­პა­ტა­ძის ტკი­ვი­ლი ჩვენ­თვის ყო­ველ­თვის გა­სა­გე­ბი იყო. მან შვი­ლი და­კარ­გა. ჩვენ მთე­ლი გუ­ლით ვწუხ­ვართ გიგა ავა­ლი­ა­ნის გარ­დაც­ვა­ლე­ბის გამო და ამ ტრა­გე­დი­ის სიმ­ძი­მე არა­სო­დეს დაგ­ვიკ­ნი­ნე­ბია. პი­რი­ქით ჩუ­მად ვი­ყა­ვით იქამ­დე სა­დამ­დეც შე­საძ­ლე­ბე­ლი იყო. მი­უ­ხე­და­ვად ქალ­ბა­ტო­ნი ეკას პირ­და­პი­რი მკვლე­ლო­ბის მუ­ქა­რე­ბი­სა რომ სის­ხლს აი­ღებ­და და ყვე­ლას და­ხოც­და.

მაგ­რამ ერთი ოჯა­ხის ენით აღუ­წე­რე­ლი ტკი­ვი­ლი არ შე­იძ­ლე­ბა გახ­დეს მე­ო­რე ოჯა­ხის 16 წლის ბავ­შვის სა­ჯა­როდ გა­ნად­გუ­რე­ბის სა­ფუძ­ვე­ლი.

მთე­ლი ამ პე­რი­ო­დის გან­მავ­ლო­ბა­ში ნიას, რო­გორც არას­რულ­წლოვ­ნის, რო­გორც ბაშ­ვის, ღირ­სე­ბა, პი­რა­დი ცხოვ­რე­ბა და უდა­ნა­შა­უ­ლო­ბის პრე­ზუმფცია ფეხ­ქვეშ იქნა გა­თე­ლი­ლი.

მის წი­ნა­აღ­მდეგ გაჩ­ნდა ისე­თი სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვი სი­ძულ­ვი­ლი, რომ ათა­სო­ბით ადა­მი­ან­მა გა­ნა­ჩე­ნი გა­მო­ძი­ე­ბა­სა და სა­სა­მარ­თლოს და­ას­წრო.

16 წლის ბავ­შვი სა­ზო­გა­დო­ე­ბამ უკვე გა­ა­სა­მარ­თლა – საქ­მის მა­სა­ლე­ბის ცოდ­ნის გა­რე­შე.

თქვენი რეკლამის ადგილი

წინა პოს­ტში გა­გი­ზი­ა­რეთ ვა­ლე­რი­ან იმ­ნა­ძის მიერ გად­მოგ­ზავ­ნი­ლი სქ­რი­ნე­ბი 34-ე ტო­მი­დან, და რას ვხე­დავთ იქ?

29-30 სექ­ტემ­ბე­რი – თავ­დას­ხმამ­დე.

ეს არის ალექ­სან­დრე გა­ბაშ­ვი­ლის (SASHKAAA) და ანი ნას­ყი­დაშ­ვი­ლის პი­რა­დი მი­მო­წე­რა.

ნია ამ სა­უ­ბარ­ში სა­ერ­თოდ არ მო­ნა­წი­ლე­ობს.

ალექ­სან­დრე ამ­ბობს:

თქვენი რეკლამის ადგილი

„ძლივს და­ვა­ჯე­რე რომ არა­ფერს არ ვა­პი­რებ“

შემ­დეგ:

„ანუ ამან არ უნდა გა­ი­გოს არა­ფე­რი “ ვაფ­შე.

„არა­ფე­რი“

ანი:

თქვენი რეკლამის ადგილი

„მა­გას ვერც გა­ი­ფიქ­რებს რო ცემ“

ალექ­სან­დრე ნიას მე­გო­ბარს სთხოვს, ნიას უთხრას, თით­ქოს:

„ვი­თომ პროს­ტა და­ვე­ლა­პა­რა­კე და ვსო იმ მა­თე­მა­ტი­კას“

ამა­ვე სა­უ­ბარ­ში სა­უ­ბა­რია იმა­ზეც, რომ ნიამ რო “ცემა-ტყე­პა გა­ი­გოს ” ალექ­სან­დრეს და­შორ­დე­ბა.

ახლა გთხოვთ, ყვე­ლა­ფე­რი, რაც ათი თვის გან­მავ­ლო­ბა­ში ნი­ა­ზე მო­გის­მე­ნი­ათ, რამ­დე­ნი­მე წუ­თით გვერ­დზე გა­და­დოთ.უბ­რა­ლოდ წა­ი­კი­თხეთ ეს სი­ტყვე­ბი და და­ფიქ­რდით: თუ ნიამ ალექ­სან­დრე გი­გას ცე­მის­თვის წა­ა­ქე­ზა – რა­ტომ უმა­ლავ­და ალექ­სან­დრე ნიას, რომ ცე­მას აპი­რებ­და?

თქვენი რეკლამის ადგილი

თუ ნია იყო „წამ­ქე­ზე­ბე­ლი“ – რა­ტომ და­ა­ჯე­რა ალექ­სან­დრემ, რომ არაფ­რის გა­კე­თე­ბას არ აპი­რებ­და?

თუ ნია ითხოვ­და ძა­ლა­დო­ბას – რა­ტომ ეუბ­ნე­ბა მე­გო­ბარს, რომ ნიამ არა­ფე­რი უნდა გა­ი­გოს?

თუ ეს ყვე­ლა­ფე­რი ნიას სურ­ვი­ლით ხდე­ბო­და – რა­ტომ ფიქ­რობ­დნენ, რომ სი­მარ­თლის გა­გე­ბის შემ­თხვე­ვა­ში ნია გაბ­რაზ­დე­ბო­და და შე­საძ­ლოა ალექ­სან­დრეს და­შო­რე­ბო­და?

და რა­ტომ წე­რია თავ­დას­ხმამ­დე: „მა­გას ვერც გა­ი­ფიქ­რებს რო ცემ“?

რას ამ­ბობს კა­ნო­ნი „წა­ქე­ზე­ბა­ზე“? – სა­ქარ­თვე­ლოს სის­ხლის სა­მარ­თლის კო­დექ­სის 24-ე მუხ­ლი ამ­ბობს: „წამ­ქე­ზე­ბე­ლია ის, ვინც და­ი­ყო­ლია სხვა პირი გან­ზრა­ხი და­ნა­შა­უ­ლის ჩა­სა­დე­ნად.“

თქვენი რეკლამის ადგილი

სწო­რედ ამი­ტომ ვსვამთ ყვე­ლა­ზე მნიშ­ვნე­ლო­ვან კი­თხვას:

სად არის და­ყო­ლი­ე­ბა? – გვაჩ­ვე­ნეთ ნიას სი­ტყვე­ბი.რა უთხრა? – გვაჩ­ვე­ნეთ მისი შე­ტყო­ბი­ნე­ბა.რა და­წე­რა? – გვაჩ­ვე­ნეთ მისი მი­თი­თე­ბა.რა მოს­თხო­ვა ალექ­სან­დრეს? – ამ მი­მო­წე­რა­ში კი­დევ ერთი რამ გვხვდე­ბა.ნი­ა­ზე, რო­მე­ლიც სა­ზო­გა­დო­ე­ბას თვე­ე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში მონ­სტრად წარ­მო­უდ­გი­ნეს, ამ პი­რად სა­უ­ბარ­ში ამ­ბო­ბენ, რომ ის ისე­თი ადა­მი­ა­ნია, რო­მე­ლიც: „ჭი­ან­ჭვე­ლა­საც არ მოკ­ლავს.“ მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია რო­დის და რა გა­რე­მო­ე­ბა­ში იწე­რე­ბა ეს სი­ტყვე­ბი. ეს არ და­წე­რი­ლა ნიას და­სა­ცა­ვად , არ და­წე­რი­ლა სა­სა­მარ­თლოს­თვის, არ და­წე­რი­ლა და­კა­ვე­ბის შემ­დეგ – ეს იყო პი­რა­დი სა­უ­ბა­რი ტრა­გე­დი­ამ­დე, რო­დე­საც არა­ვის წარ­მოდ­გე­ნაც კი არ ჰქონ­დათ, რა ელო­დათ წინ.

რა შე­იც­ვა­ლა ათი თვის შემ­დეგ?

თუ მთე­ლი ამ დრო­ის გან­მავ­ლო­ბა­ში ნიას და­სა­კა­ვებ­ლად საკ­მა­რი­სი სა­ფუძ­ვე­ლი არ არ­სე­ბობ­და. რა ახა­ლი მტკი­ცე­ბუ­ლე­ბა გაჩ­ნდა ახლა? რა მი­ი­ღეთ ახლა ისე­თი, რაც თვე­ე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში არ გქონ­დათ?

ჩვენ გვაქვს უფ­ლე­ბა მი­ი­ღოთ კონ­კრე­ტუ­ლი პა­სუ­ხი. არა ზო­გა­დი ფრა­ზე­ბი. არა სა­ზო­გა­დო­ე­ბა­ში შექ­მნი­ლი წარ­მოდ­გე­ნე­ბი. არა ემო­ცია. არა ის, ვინ რამ­დენ­ჯერ მო­ი­თხო­ვა ნიას და­კა­ვე­ბა – მტკი­ცე­ბუ­ლე­ბა.

თქვენი რეკლამის ადგილი

ჩვენ ათი თვის გან­მავ­ლო­ბა­ში ჩუ­მად ვუ­ყუ­რებ­დით, რო­გორ იქცა ჩვე­ნი ოჯა­ხის 16 წლის ბავ­შვი სა­ჯა­რო სა­მიზ­ნედ. ვუ­ყუ­რებ­დით, რო­გორ ხდე­ბო­და მის წი­ნა­აღ­მდეგ უმ­ძი­მე­სი ბრალ­დე­ბე­ბის ყო­ველ­დღი­უ­რად გა­მე­ო­რე­ბა. რო­გორ იქ­მნე­ბო­და მის­გან სას­ტი­კი და ბო­რო­ტი მო­ზარ­დის სახე. რო­გორ ებ­რძო­და ოჯა­ხი არა მხო­ლოდ სის­ხლის სა­მარ­თლის საქ­მეს, არა­მედ უკვე ჩა­მო­ყა­ლი­ბე­ბულ სა­ზო­გა­დო­ებ­რივ გა­ნა­ჩენს.

ნია იყო არას­რულ­წლო­ვა­ნი. მა­საც ჰქონ­და და აქვს უფ­ლე­ბე­ბი. მა­საც აქვს ღირ­სე­ბა. მა­საც აქვს უდა­ნა­შა­უ­ლო­ბის პრე­ზუმფცია.

ეკა კუ­პა­ტა­ძეს ჰქონ­და და აქვს სრუ­ლი უფ­ლე­ბა იბ­რძო­ლოს სა­კუ­თა­რი შვი­ლის­თვის და მო­ი­თხო­ვოს სა­მარ­თლი­ა­ნო­ბა. მაგ­რამ გი­გას­თვის სა­მარ­თლი­ა­ნო­ბის მო­თხოვ­ნა ვერ გა­ა­მარ­თლებს ნიას წი­ნას­წარ დამ­ნა­შა­ვედ გა­მო­ცხა­დე­ბას. ეს ორი რამ ერ­თმა­ნეთს არ ეწი­ნა­აღ­მდე­გე­ბა. გი­გას­თვის ნამ­დვი­ლი სა­მარ­თლი­ა­ნო­ბა ნიშ­ნავს სი­მარ­თლის დად­გე­ნას. და ნი­ას­თვის ნამ­დვი­ლი სა­მარ­თლი­ა­ნო­ბაც ზუს­ტად იმა­ვეს ნიშ­ნავს.

და­უს­ვით სა­კუ­თარ თავს კი­თხვა: თუ ნია იმ­ნა­ძე იყო თავ­დას­ხმის წამ­ქე­ზე­ბე­ლი, რა­ტომ უმა­ლავ­და თა­ვად ალექ­სან­დრე გა­ბაშ­ვი­ლი ნიას სა­კუ­თარ რე­ა­ლურ გან­ზრახ­ვას?

16 წლის ბავ­შვის თა­ვი­სუფ­ლე­ბა, სა­ხე­ლი, მო­მა­ვა­ლი და მთე­ლი ცხოვ­რე­ბა ნად­გურ­დე­ბა ვა­რა­უ­დით. სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვი რის­ხვა მტკი­ცე­ბუ­ლე­ბა არ არის. ტკი­ვი­ლი მტკი­ცე­ბუ­ლე­ბა არ არის. ყვე­ლა­ზე ხმა­მაღ­ლა და ყვე­ლა­ზე ხში­რად გა­მე­ო­რე­ბუ­ლი ბრალ­დე­ბაც კი მტკი­ცე­ბუ­ლე­ბა არ არის. მტკი­ცე­ბუ­ლე­ბა არის მტკი­ცე­ბუ­ლე­ბა.

თქვენი რეკლამის ადგილი

ჩვენ არ ვი­თხოვთ არა­ფერს სი­მარ­თლის გარ­და, მხო­ლოდ და მხო­ლოდ სი­მარ­თლეს და არა­ფერ სხვას” – წერს გიგა ავა­ლი­ა­ნის მკვლე­ლო­ბის საქ­მე­ზე და­კა­ვე­ბუ­ლი ნია იმ­ნა­ძის ბე­ბია, შო­რე­ნა ბალ­ხა­მიშ­ვი­ლი სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში და მი­მო­წე­რის სქ­რი­ნებს აქ­ვეყ­ნებს.

Related Articles