“ვინც ვარკეთილში, მე-4 მიკროს 425 მიმდებარედ ცხოვრობთ, ყოველდღე მინიმუმ 10 ძაღლზე თავის არიდება რომ გიწევთ. მე-8 სადარბაზოში ვერ შეხვალთ. ნახევარსაათიანი შიშით დგომის შემდეგ იძულებული გავხდი, ბავშვთან ერთად ფეხით ამერბინა, რადგან ლიფტის ხმის გაგონებაზე ყველა, რაც კი ძაღლი არსებობს, გამოვარდა გიჟივით ყეფით. ან ეს ადგილი დაილუქოს, ან რამე გვიშველეთ. რაც შეეხება რკინის კარს, ვისაც ეკუთვნის, იქნებ ყოველთვის დაკეტილი იყოს. და თუ არ ეკუთვნის არავის, დავკეტოთ.
აქ ხალხი ბავშვებით ცხოვრობს, მოხუცები ცხოვრობენ. რომც არ გერჩოდეს რომელიმე ძაღლი, არიან ბავშვები, ზრდასრულები, მოხუცები, ვისაც ეშინია, ძალიან თან. მერამდენედ იწერება ძაღლებზე პოსტი, მაგრამ არანაირი რეაგირება არცერთ პოსტს არ მოჰყოლია. რამდენიმე აგრესიულიც არის და იქნებ დაგვეხმაროთ? რომელ მიკროშიც უნდა გაიარო, ყველგან ეს სიტუაციაა! ამ ძაღლებს სჭირდებათ თავშესაფარი, ჩვენი უსაფრთხოებისთვისაც და მათი კარგად ყოფნისთვისაც” – წერენ ვარკეთილის ჯგუფში.