საქართველოში მამაკაცების უმრავლესობას ჯერ კიდევ მტკიცედ სწამს, რომ ქალის უპირველესი მოვალეობა დიასახლისობა და დედობაა. თუმცა, ამ საკითხზე დავა შეიძლება, მაგრამ არა დღეს და არა ამ სტატიაში. ამჯერად კი მინდა მსუბუქი და ნახევრად ხუმრობით დაწერილი სტატია შემოგთავაზოთ იმის შესახებ, თუ რომელი საოჯახო საქმის კეთება ეხალისება ან გამოსდის კარგად თქვენს საყვარელ ქალს ან მეუღლეს. შესაბამისად, ძლიერი სქესის წარმომადგენლებო, თუ თქვენ დანარჩენ საქმეებში ასე თუ ისე შეეშველებით ხოლმე მას, ამაში ცუდი არც არაფერი იქნება.
ვერძს საერთოდ არ ეხატება გულზე არანაირი საოჯახო საქმიანობა. თუმცა თუ მაინც უწევს მოვალეობების აღება თავის თავზე, მისთვის ყველაზე მისაღებია სახლის გენერალური დალაგება ან საყიდლებზე წასვლა მარკეტში.
კუროს ძალიანაც მოსწონს ოჯახური საქმეები და მით უმეტეს სამზარეულოში ტრიალი. ამიტომ იგი სიამოვნებით დაიჭერს თადარიგს გემრიელი სადილს მოსამზადებლად.
ტყუპს მოქნილი ხელები აქვს, ამასთან ერთად მას რამდენიმე საქმის ერთდრიულად კეთების ნიჭიც გააჩნია. იგი იოლად შეძლებს დაწმინდოს ფანჯრები, ამის პარალელურად აუთოოს და ტელეფონზეც ისაუბროს მეგობართან.
კირჩხიბი ნამდვილი “ოჯახის დედაბოძია”, ამიტომ საოჯახო საქმეები მისთვის არასოდესაა მომაბეზრებელი ან დამღლელი. იგი სიამოვნებით იტრიალებს სამზარეულოში და დააპურებს ოჯახის ყველა წევრს. ამასთან ერთად, არც ბავშვების მოვლა-პატრონობა დაავიწყდება.
ლომს იშვიათად სიამოვნებს დიასახლისის როლი, თუ მაინც უწევს ამ ყველაფრის კეთება, მისთვის მისაღები საქმიანობა შეიძლება იყოს სადღესასწაულო ვახშმის მზადება ან სტუმრების მისაღებად გასართობი ღონისძიებების მოფიქრება.
ქალწული სიამოვნებით ითავსებს დიასახლისის მოვალეობებს. იგი ჰიგიენური ნორმების მკაცრი დამცველია, ამიტომ ოჯახში სისუფთავის დაცვის სადარაჯოზე ყოველთვის პირველი დგას – რეცხავს, ხეხავს, ადეზინფექცირებს.
სასწორი სილამაზის და კომფორტის მოყვარული ქალია, მისთვის იდეალური საქმიანობაა სახლის გალამაზება ყვავილებით ან ხელსაქმე. ასევე კარგად გამოუვა ტკბილეულის და დესერტის მომზადება საყვარელი ადამიანებისთვის.
მორიელისთვის საკუთარი სახლის საუკეთესო “ციხესიმაგრეა”. შესაბამისად, იგი ყურადღებით ადევნებს თვალს მასში წესრიგის და დისციპლინის დაცვას. უყვარს ოჯახის წევრების “დასაქმება” სახლის ლაგების პროცესში. ხშირად ასრულებს მამაკაცურ საქმეებსაც (მაგ. წყალგაყვანილობის შეკეთება, ელექტრო-ხელსაწყოების რემონტი).
მშვილდოსანი იშვიათად ეგუება ჭეშმარიტი დიასახლისის მოვალეობებს, ამიტომ სახლში ქაოსი და უწესრიგობა ამ ქალის შემთხვევაში სავსებით ჩვეულებრივი მოვლენაა. თუ მაინც უწევს საოჯახო საქმეების კეთება, სიამოვნებით აგუგუნებს მტვერსასრუტს და პარალელურად იცეკვებს კიდეც, რომ სასარგებლო და სასიამოვნო ერთმანეთს შეუთავსოს.
თხის რქა სანიმუშოა როგორც ცოლი და დიასახლისი. სახლი იდეალურ წესრიგში უნდა ჰქონდეს მუდამ, სიამოვნებით ზრუნავს სისუფთავეზე და ხშირად ამაში შვილებსაც აქტიურად დაიხმარებს ხოლმე.
მერწყული იშვიათად განიცდის განსაკუთრებულ მოთხოვნილებას, რომ “იდიასახლისოს”, თუკი გარემოება აიძულებს მისთვის ეს ტრაგედია არასოდესაა. უყვარს სამზარეულოში ექსპერიმენტების ჩატარება და ორიგინალური კერძების მომზადება.
თევზები შესანიშნავად ირგებს მზრუნველი და ლოიალური დიასახლისის როლს. შეუძლია ოჯახში სიმყუდროვის და სითბოს ატმოსფერო შექმნას. კარგად ეხერხება გემრიელი ყავის და ჩაის მომზადება, თუმცა არც სხვა საოჯახო სახის საქმიანობაზე ამბობს უარს.