რუსეთში ცნობილი მსახიობი და მომღერალი ნინო ნინიძე სკანდალში გაეხვა. სექსუალურ თეთრეულში გადაღებულ ნინიძის ფოტოს სოციალურ ქსელში თაყვანისმცემლების მხრიდან კრიტიკა მოჰყვა.
მორიგი სკანდალი მომხიბვლელი ქართველი ქალის ფოტოსესიას მოჰყვა, – წერს ადგილობრივი მედია. ნინიძე საცვლებში პოზირებს საწოლში. თუმცა ერთი შეხედვით ჩანს, რომ მსახიობი კამერის წინ სრულიად შიშველია. სინამდვილეში, ნინო კი კანის ფერი თეთრეული აცვია.
“ეს ის მომენტია“, – წერს პოსტის კომენტარში ნინო.
ნინიძეს უამრავი დამცველი გამოუჩნდა.
“ნინო, მშვენიერი ხარ!“; “ღმერთო, ნუთუ არავინ გინახავთ შიშველი? ნახატი ან ქანდაკება, თუნდაც რეალურად შიშველი ადამიანები… რა გაწუხებთ გოგონას სხეულში?“; “როგორ ვარსკვლავური, მშვენიერი და ცოცხალი ხარ“; “არ მოუსმინოთ არავის. იმდენი სიძულვილია ადამიანებში “; “მეგონა, რომ შიშველი იყავით, პირველად გაოგნებული დავრჩი “; “საუკეთესო ფიგურა გაქვს, ყველაფერი შესანიშნავია“, – წერენ ნინიძის თაყვანისმცემლები.
კომენტარებში ნინიძეს ჰკითხეს ყოფილ შეყვარებულ ცნობილ მსახიობ მაქს ვიტორგანზეც, თუმცა ვარსკვლავს პასუხი არ გაუცია. როდესაც ერთ-ერთი გამომწერი დაინტერესდა, თუ ვინ გადაუღო საწოლში თამამი ფოტოები, პასუხად ვერსიის სახით მაქსიმ ვიტორგანი დაუწერეს. როგორც ცნობილია, ნინო და მაქსიმი დიდი ხანი იყვნენ ერთად. თუმცა უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ, მათი ურთიერთობა აირია.