მხოლოდ ერთი ვარჯიშით თქვენ შეძლებთ ხერხემლიდან უსიამოვნო შეგრძნებების მოხსნას და ლამაზი ფორმის დაყენებას

by admin
9 views
A+A-
Reset
თქვენი რეკლამის ადგილი 3

ეს გახლავთ მარტივი საბაზო ვრჯიში, რომელიც ფართოდ გამოიყენება მედიცინასა და სპორტულ ვარჯიშებში. სწორედ მისი წყალობით თქვენ ერთხელ და საბოლოოდ მოიშორებთ ხერხემალში უსიამოვნო შეგრძნებებს და დაიყენებთ ულამაზეს ზურგის ფორმას. ეს ვარჯიში განსაკუთრებით აქტუალური უნდა იყოს მათთვის, ვისაც მჯდომიარე ცხოვრების სტილი აქვს და დიდი დროის გატარება უწევს ოფისში.

საწყისი პოზა: დაწექით მუცელზე და დადეთ შუბლი ხალიჩაზე. გამოწიეთ ხელები უკან ისე, როგორც სურათზეა ნაჩვენები და მიაბჯინეთ ხელის გულები თეძოებს. ფეხები აუცილებლად მიდებული უნდა გქონდეთ ერთმანეთზე და ფეხის თითები უნდა გაწიოთ წინ მაქსიმალურად.

ამოსუნთქვა: ამ დროს თანმიმდევრულად ამოწიეთ თავი, მკერდი და მუცლის ზედა ნაწილი, თანაც ისე, რომ აუცილებლად შეინარჩუნოთ ხელებისა და ფეხების მდგომარეობა.

ჩასუნთქვა: ასევე ნელა და თანმიმდევრულად დაუშვით გულმკერდის არე და თავი ხალიჩაზე და დაუბრუნდით საწყის მდგომარეობას. გაიმეორეთ ყოველივე ეს 10 ჯერ.

გაიმეორეთ ეს ვრჯიში კვირაში სამჯერ, რათა გაგიმაგრდეთ ხერხემლის, მუცლისა და თეძოების კუნთები. ყოველივე ეს დადებითად აისახება შინაგანი ორგანოების მუშაობაზე და თავს გაცილებით უკეთ იგრძნობთ.

თქვენი რეკლამის ადგილი
თქვენი რეკლამის ადგილი 4

Related Articles