50
ცნობილი მსახიობების, ჯაბა კილაძისა და დუტა სხირტლაძის სახალისო ფოტომ სოციალურ ქსელში დიდი გამოხმაურება გამოიწვია. კადრში მსახიობები ქალების სამოსში, პარიკებითა და მაკიაჟით ჩანან, რაც საზოგადოების ყურადღების ცენტრში მოექცა. სავარაუდოდ, ეს გარდასახვა რომელიმე ახალი პროექტისთვისაა მომზადებული.
ფოტოს სოციალურ ქსელში განსხვავებული რეაქციები მოჰყვა – ზოგიერთი კრიტიკით გამოეხმაურა, ზოგმა კი ამ ყველაფერს იუმორით შეხედა.
ასევე, შეგახსენებთ, რომ ცოტა ხნის წინ კახა კინწურაშვილისა და თორნიკე გოგრიჭიანის კოცნის ფოტომაც დიდი მითქმა-მოთქმა გამოიწვია. ეს კადრი თეატრალური სპექტაკლიდან იყო ამოჭრილი და საზოგადოებაში სხვადასხვა რეაქცია მოჰყვა – ნაწილი აკრიტიკებდა, ნაწილი კი მხარს უჭერდა მსახიობებს.