“მიდის სანახავად” – ვინ არის ახალგაზრდა და სიმპათიური მსაჯი, რომელმაც ქართველების გული დაიპყრო?

by admin
1.7K views
A+A-
Reset
თქვენი რეკლამის ადგილი 3

“მოედანზე ძალიან მეამბოხე ვიყავი”

ფეხბურთის ისტორიაში ძალიან იშვიათი შემთხვევაა, გულშემატკივრებს მსაჯი დადებითად დაამახსოვრდეს, თუმცა გამონაკლისია ევროპის ჩემპიონატზე საქართველოს ეროვნული ნაკრების თამაშების სამივე არბიტრი. საქართველო-პორტუგალიის მატჩზე ქართველი კომენტატორის შეძახილი – „მიდის სანახავააად“ სოციალურ ქსელში ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული ფრაზაა. სანდრო შარერი კი, ამ თამაშის არბიტრი, ქართველი ქალბატონების საყვარელ მსაჯად იქცა.

შვეიცარიელი სანდრო შარერი “ფიფას” პროფესიონალ არბიტრთა რიგებს 2015 წლიდან იკავებს.

ის 1988 წლის 6 ივნისს დაიბადა, სანდრო ბაზელის უნივერსიტეტში სპორტსა და გეოგრაფიას სწავლობდა. არბიტრობამდე ის უმაღლეს სკოლებში მასწავლებლის შემცვლელად და თხილამურებზე სრიალის ინსტრუქტორად მუშაობდა.

2005 წლიდან მან ვარჯიში დაიწყო, რათა პროფესიონალი არბიტრი გამხდარიყო და 24 წლის ასაკში შვეიცარიის ლიგაში თამაშებს კურირებდა.

ნიჭიერი ახალგაზრდა არბიტრი უეფას სხვადასხვა ღონისძიებაში მონაწილეობდა, მათ შორის სუპერ ლიგის, ჩემპიონთა ლიგისა და ევროპის ლიგის თამაშებში.

სანდრო ამტკიცებს, რომ ის იმ ტიპის მსაჯებს მიეკუთვნება, რომლის წინააღმდეგაც არცერთ ფეხბურთელს არ უსურვებს წასვლას.

თქვენი რეკლამის ადგილი
თქვენი რეკლამის ადგილი 4

Related Articles