353
ცნობილმა ჟურნალმა, Four Four Two-მ მსოფლიოს საუკეთესო მეკარეების განახლებული რეიტინგი გამოაქვეყნა.
ფეხბურთის ქართველი გულშემატკივრებისთვის საინტერესო ისაა, რომ ტოპ 10-ში გიორგი მამარდაშვილიცაა და 24 წლის ქართველი მე-10 პოზიციას იკავებს.
„მამარდაზე“ წინ უნაი სიმონი (მეცხრე), ჯანლუიჯი დონარუმა (მერვე), მაიკ მენიო (მეშვიდე), ემილიანო მარტინესი (მეექვსე), მანუელ ნოიერი (მეხუთე), დავიდ რაია (მეოთხე), ედერსონი (მესამე), ტიბო კურტუა (მეორე), ალისონი (პირველი) იმყოფებიან.