თბილისის მერია სოციალურად დაუცველ ოჯახებს იანვარში, თებერვალსა და მარტში დარიცხული ელექტროენერგიის, დასუფთავებისა და წყლის გადასახადის სუბსიდირებას ყოველწლიურად ახორციელებს.
როგორც მერიაში განგვიცხადეს, სუბსიდირების პროგრამა წელსაც გრძელდება.
სუბსიდია გაიცემა თვის წინა თვის 20 რიცხვის მდგომარეობით სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში ქ. თბილისში რეგისტრირებული ოჯახები, რომელთა სარეიტინგო ქულა არ აღემატება 200 000-ს და ოჯახის დეკლარაციაში მითითებული აქვთ საყოფაცხოვრებო სექტორის ელექტროენერგიის/დასუფთავების/წყლის აბონენტის ნომერი.
სოციალურად დაუცველი ოჯახებისთვის, რომელთა სარეიტინგო ქულა არ აღემატება 70 000-ს სუბსიდიის ჯამური ოდენობა განსაზღვრულია თვეში არაუმეტეს 106 ლარით, ხოლო სოციალურად დაუცველი ოჯახებისთვის, რომელთა სარეიტინგო ქულა 70 000-ზე მეტია და 200 000-ს არ აღემატება, სუბსიდიის ჯამური ოდენობა განსაზღვრულია თვეში არაუმეტეს 20 ლარით, დარიცხული გადასახადების მიხედვით, შემდეგი გამოთვლის მეთოდითა და პრიორიტეტებით:
დასუფთავების მოსაკრებელზე:
აბონენტის ნომერზე, რომელზეც რეგისტრირებულია ერთი პირი 2,5 ლარის ოდენობით;
აბონენტის ნომერზე, რომელზეც რეგისტრირებულია ორი პირი 5 ლარის ოდენობით;
აბონენტის ნომერზე, რომელზეც რეგისტრირებულია სამი პირი 7,5 ლარის ოდენობით;
აბონენტის ნომერზე, რომელზეც რეგისტრირებულია ოთხი და მეტი პირი 10 ლარის ოდენობით;
წყლის გადასახადზე 3,89 ლარის ოდენობით;
ელექტროენერგიაზე, აბონენტის მიერ, ფაქტობრივად მოხმარებული ელექტროენერგიის რაოდენობის მიხედვით ხარჯის შესაბამისად.
როგორც თბილისის მერიაში განგვიცხადეს, თუკი ოჯახი სოციალურად დაუცველთა ერთიან ბაზაში ფიქსირდება და ზემოთ ჩამოთვლილ პირობებს აკმაყოფილებს, მას დამატებით მიმართვა აღარ სჭირდება და თანხა ავტომატურად აუნაზღაურდება.
გარდა ამისა, სახელმწიფო სოციალურად დაუცველი ოჯახებისათვის მთელი ქვეყნის მასშტაბით, გარდა თბილისისა, კომუნალური გადასახადების ნაწილობრივ სუბსიდირებას ახორციელებს. კერძოდ, სუბსიდირება მონაცემთა ბაზაში რეგისტრირებული იმ ოჯახებისათვისაა, რომელთა სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის მაჩვენებელი სარეიტინგო ქულა მეტია 70 000-ზე და ნაკლებია ან ტოლია 150 000-ისა, გარდა ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში რეგისტრირებული სოციალურად დაუცველი ოჯახებისა; ყოველთვიურად არაუმეტეს 200 კვტსთ-ის ელექტროენერგიის სუბსიდირება ხდება 1 კვტსთ-ზე 3.5 თეთრის ოდენობითაა გათვალისწინებული. წყალზე წლიურად 100-ლარიანი ვაუჩერია გამოყოფილი.
სოციალურად დაუცველ ოჯახებს თანხა ავტომატურად დაუსუფსიდირდებათ.