87
რუსკა ქარქაშაძე მრავალი მაყურებლისთვის საყვარელი მსახიობი და ტელეწამყვანია. ის ფართო საზოგადოებამ ბავშვობის ასაკში გაიცნო სერიალით „ხელოვნური სუნთქვა,“ სადაც მელანოს როლს ასრულებდა. ცოტა ხნის წინ, მრავალწლიანი პაუზის შემდეგ, სერიალის ახალი სეზონი გამოვიდა, სადაც რუსკა კვლავ თავის როლს დაუბრუნდა. თუმცა, ეს პერიოდი აქტიურ შემოქმედებით საქმიანობაში გაატარა – მონაწილეობდა ტელეგადაცემებში, ფილმებსა და თეატრალურ სპექტაკლებში.
რამდენიმე ხნის წინ რუსკა დედა გახდა – მას და მის მეუღლეს, ლაშა მოწონელიძეს, ვაჟი შეეძინათ. ამჟამად მსახიობი მეუღლესთან ერთად ესპანეთში იმყოფება და სოციალური ქსელების საშუალებით გამომწერებს ახალი ფოტოებით ანებივრებს.