“სიტყვებით ვერ აღვწერ, რა მადლიერი ვარ…” – ლიზა ყენიას წარმატება და შთამბეჭდავი ფოტოები

by admin
244 views
A+A-
Reset
თქვენი რეკლამის ადგილი 3

„ვერასდროს გადმოვცემ სიტყვებით, რამდენად მადლიერი ვარ. მიუხედავად იმისა, რომ ჩემი ცხოვრება და ჯანმრთელობა იდეალური არ არის, სამყარომ, რომელიც სავსეა სიყვარულის ენერგიით, ამ გზაზე რამდენიმე ანგელოზი გამომიგზავნა. ერთ-ერთი მათგანი მეგი გაბუნიაა, რომელთანაც ხელოვნების სიყვარულმა გაგვაერთიანა. როცა მისი შექმნილი სამოსი მაცვია, თავს ბედნიერად, ავთენტურად და ენერგიულად ვგრძნობ.

გუშინდელი კონცერტისთვის განსაკუთრებულ მადლობას ვუხდი ყველას, ვინც მოვიდა, მხარში ამომიდგა და ეს მნიშვნელოვანი მომენტი ჩემთან ერთად გაიზიარა. საუკეთესო ჯერ კიდევ წინ არის!“ – წერს ამერიკაში მცხოვრები ქართველი მუსიკოსი, ლიზა ყენია.

Related Articles