472
გორში, იმშობიარა ქალმა, რომელმაც ბავშვი მუცლით ცხრა თვე ისე ატარა და არ იცოდა, ფეხმძიმედ რომ იყო. ამის შესახებ „ტვ მონიტორინგს“ კლინიკაში უთხრეს.
„დედამ მუცლის არეში, მოვლითი ხასიათის ტკივილებით მოგვმართა. თავადაც არ იცოდა, რომ ორსულად იყო. შეეძინა ვაჟი, წონით 3,500. ამჟამად, დედისა და ახალშობილის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია,“ – ამბობს ექიმი.