5 რამ, რაც შვილს ბავშვობაში უნდა ასწავლოთ, იმისთვის, რომ მომავალში ბედნიერი იყოს

by admin
164 views
A+A-
Reset
თქვენი რეკლამის ადგილი 3

ბავშვის ტვინი ყველაფერს მარტივად ისრუტავს. სწორედ ბავშვობაში ვყალიბდებით და ბავშვობა განაპირობებს იმას, თუ როგორები ვიქნებით ზრდასრულ ასაკში.

ვნახოთ, ის 5 მთავარი რამ, რაც შვილებს ბავშვობაში უნდა ასწავლოთ იმისთვის, რომ ის ზრდასრულ ასაკში ბედნიერი იყოს.

1. მეორე ენა – კვლევის თანახმად, ბავშვები, რომლებიც უცხო ენას სწავლობენ, უფრო მარტივად ადაპტირდებიან ცვლილებებთან და ადვილად იღებენ სიახლეებს. აქვთ უკეთესი მეხსიერება, უკეთ პოულობენ გამოსავალს პრობლემებიდან და მხოლოდ ეს არ არის. კანადის კვლევითი ინსტიტუტის პროფესორებმა აღმოაჩინეს, რომ თუ ადამიანი ორ ენაზე მაინც საუბრობს, მცირდება ალცჰაიმერის გაჩენის ალბათობა.

2. ცურვა – ნებისმიერი ფიზიკური აქტივობა ადამიანს უფრო ჯანმრთელს და ჯანსაღს ხდის, მაგრამ ცურვა ყველაზე მნიშვნელოვანი ფიზიკური აქტივობაა. თუ შვილს ცურვას ასწავლით, ამით გადარჩენის გზასაც ასწავლით და განსხვავებული გამოცდილების მიღების შესაძლებლობას მისცემთ. ცურვა აძლიერებს ფილტვებს, ავითარებს კოორდინაციის უნარს, ასევე ის ეხმარება ტვინს, რომ დიდხანს შეინარჩუნოს სიჯანსაღე და ეს მცირე ჩამონათვალია იმ უამრავ სარგებელთაგან, რომელსაც ადამიანებს ცურვა აძლევს.

3. რომელიმე ინსტრუმენტზე დაკვრა – ჟურნალში, Neuroscience, გამოქვეყნდა კვლევა, სადაც ნათქვამია, რომ რომელიმე ინსტრუმენტზე დაკვრის სწავლა ავითარებს ადამიანის გონებრივ შესაძლებლობებს, აუდიტორიასთან ურთიერთობის უნარს. თუ თქვენს შვილს ინსტრუმენტზე დაკვრას ასწავლით, მას ზრდასრულ ასაკში ეფექტური კომუნიკაციის უნარი ექნება, ამავდროულად, იქნება უფრო მეტად შემოქმედებითი უნარის მქონე ადამიანი და უკეთ შეძლებს საკუთარი აზრების გადმოცემას.

თქვენი რეკლამის ადგილი

4. ცეკვა – კვლევის მიხედვით, ცეკვა განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ჰიპერაქტიური ბავშვებისთვის. ცეკვის საშუალებით ისინი გამოხატავენ საკუთარ თავს და ემოციებს. ცეკვა მათ ეხმარება კრეატიულ ადამიანებად ჩამოყალიბებაში. ცეკვა ასევე ბავშვს აახლოებს სხვადასხვა, განსხვავებულ კულტურებთან. აქცევს უფრო მეტად გონებაგახსნილ ადამიანად, რომელსაც სჯერა საკუთარი თავის და საკუთარი სხეულის.

5. გარემოზე ზრუნვა – ეს არის ის, რაც შვილებს აუცილებლად უნდა ასწავლოთ. უნდა ასწავლოთ, რომ გაუფრთხილდეს ჩვენს პლანეტას, რათა შემდეგმა თაობებმაც შეძლონ ცხოვრება. ასწავლეთ, რომ არ გადაყაროს ნაგავი ქუჩაში, რომ თვითონაც დაასუფთავოს გარემო.

თქვენი რეკლამის ადგილი 4

Related Articles