22
ცნობილი ქართველი მომღერალი, ლიზა ყენია სოციალურ ქსელში მეგობრებსა და საზოგადოებას თხოვნით მიმართავს.
“გევედრებით ადამიანობა გამოიჩინეთ. ყველას გთხოვთ და პირველ რიგში, ჩემს ახლობლებს და მეგობრებს, შეიფარეთ ძაღლები, თუნდაც იქამდე სანამ ასე ცივა,
მერწმუნეთ ამით მარტო მათ არ დაეხმარებით, მათზე ზრუნვით თქვენს გულებში სიყვარულს და სიკეთეს შემოუშვებთ, იქნებ ხშირად იმიტომ ვისჯებით რომ მათზე არ ვზრუნავთ სათანადოდ?!”
“ნუ დაუშვებთ რომ მშივრები ასეთ ყინვაში კვდებოდნენ, ცოცხალი არსებები, რომლებიც მხოლოდ სიყვარულით არიან სავსე!”, – წერს ლიზა ყენია.