16
ბოლო დროს “ნაპოლის” შემტევზე, ხვიჩა კვარაცხელიაზე არაერთი სატრანსფერო ინფორმაცია გავრცელდა.
ამჯერად ახალ ცნობებს ცნობილი იტალიური გამოცემა “La Gazzetta dello Sport”-ი ავრცელებს.
წყაროს ცნობით, “პარტენოპეიმ ქართველი თავდამსხმელის თაობაზე პირველი ოფიციალური შეთავაზება მიიღო.
როგორც ირკვევა, “პარის სენ-ჟერმენი” მზადაა, რომ ხვიჩას სანაცვლოდ 80 მილიონი ევრო და პლუს ამას რანდალ კოლო მუანი იჯარით დათმოს.
თქვენი რეკლამის ადგილი
აქვე უნდა ვთქვათ ისიც, რომ ეს წინადადება დე ლაურენტისმა დაბოლოკა, ვინაიდან ის კვარას სანაცვლოდ მინიმუმ 120-130 მილიონ ევროს ითხოვს.
ცნობისთვის, ქართველ ფეხბურთელს “ნაპოლისთან” კონტრაქტი 2027 წლამდე აკავშირებს.