18
სასტიკი მკვლელობა გარდაბანში. ძმამ დას ჯერ ავტომობილი განზრახ დააჯახა, შემდეგ კი დანით მრავლობითი ჭრილობები მიაყენა. 22 წლის გოგონა მძიმე დაზიანებებით ადგილზევე გარდაიცვალა.
გარდაცვლილს მეუღლე და 2 მცირეწლოვანი შვილი დარჩა. თვითმხილველების განცხადებით, მომხდარის მიზეზი, სავარაუდოდ ეჭვიანობა გახდა.
მამაკაცი ქვემო ქართლის პოლიციამ ცხელ კვალზე დააკავა. დაკავებულს გამოძიება ოჯახის წევრის მიმართ დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილ განზრახ მკვლელობას ედევება. მას 16-დან 20 წლამდე ან უვადო პატიმრობა ემუქრება.