სანიოლი – რატომ წავიდა მამარდაშვილი წინ?

by admin
6K views
A+A-
Reset
თქვენი რეკლამის ადგილი 3

თურქეთთან ნამატჩევს გამართულ პერსკონფერნციაზე, პირველი ვილი სანიოლი შემოვიდა, რომელსაც აშკარად გაორებული სახე ჰქონდა – ბედნიერიც იყო და გულდაწყვეტილიც.

“ბედნიერი ვარ, რომ ჩემი ხელმძღვანელობით, საქართველოს ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატზე პირველად ითამაშა და მგონი, რომ მაყურებელს ჩვენი შესრულებით ცუდი თამაში არ უნახავს.

შეგვეძლო მოგება, შეიძლებოდა ფრეც, მაგრამ, სამწუხაროდ, ყველაზე უარესი მივიღეთ.

მადლობა ბიჭებს ასეთი თამაშისთვის.

რა თქმა უნდა, ევროპის ჩემპიონატია და ტრიბუნებზე განსაკუთრებული ატმოსფერო იყო. თურქები გვჭარბობდნენ, მაგრამ ჩვენებმა ტოლი არ დაუდეს.

როცა ბაიერნში ვთამაშობდი, დორტმუნდში ჩამოსვლა ყოველთვის მსიამოვნებდა, რადგან აქ ყოველთვის განსაკუთრებული ატმოსფერო იყო.

თქვენი რეკლამის ადგილი

რაც შეეხება შეცვლებს – ლოჩოშვილი შემოვიყვანე და აზაროვზე მეკითხებით, რომელიც ევროპის ჩემპიონატისთვის არ გამომიძახებია.

მამარდაშვილი წინ იმიტომ წავიდა, რომ ჩვენი მიზანი ფრე იყო და არა ბურთების შეფარდებაზე ფიქრი…

ბიჭებმა ეს მატჩი უკან უნდა მოიტოვონ და ჩეხეთთან შეხვედრისთვის მაქსიმალურად მოვემზადოთ,:” – თქვა ვილი სანიოლმა.

თქვენი რეკლამის ადგილი 4

Related Articles