153
„9 თვის ბავშვმა ფეხი ბურთით აიდგა…“, – ამბობს გიორგი ქოჩორაშვილის ბებია ინტერვიუში და აღნიშნავს, რომ ამაყია, არა მხოლოდ შვილიშვილის წარმატებით, არამედ იმითაც, რომ გიორგი ქოჩორაშვილი გამორჩეული პიროვნებაა.
„9 თვის ბავშვმა ფეხი ბურთით აიდგა, ბურთს დაარტყა და ისე გაიარა, მშობლები ხელს უწყობდნენ…
ფეხბურთი იყო მისი ცხოვრების არსი, იტყოდა სხვა არაფერზე დამელაპარაკოთო…
გამორჩეული პიროვნებაა, 6 შვილიშვილი მყავს, ყველა მიყვარს, მაგრამ ეს სულ სხვანაირია, ძალიან თბილია… ყველა შვილიშვილი წარმატებულია, გიორგი ერთადერთი ბიჭია“,- ამბობს ბებია.