29
მანჩესტერ სიტის ყოფილმა ვარსკვლავმა და ამჟამად საფეხბურთო გადაცემის წამყვანმა მაიკა რიჩარდსმა ხვიჩა კვარაცხელიას შესახებ ისაუბრა და ქართველი ფეხბურთელი შეაქო.
“კვარაცხელია ტოპ კლასის ფეხბურთელია. რაც მან ნაპოლიში გააკეთა საოცრება იყო. ის საოცარი ფეხბურთელია.
კვარა კარგად მოძრაობს და გასაქცევად მომენტის შექმნა შეუძლია. ის ძალიან ჭკვიანია. მასში სწორედ ეს მომწონს. შეუძლია როგორც ცენტრიდან შესვლა, ასევე ფლანგიდან გამწვავება” – ამბობს რიჩარდსი.