11
მატილდა გვარლიანი პირველი ქართველი მოდელი გახდა, რომელიც Victoria’s Secret-ის შოუსთვის შეარჩიეს. ამის შესახებ ინფორმაციას Victoria’s Secret-ის „ფეისბუქ“ გვერდი ავრცელებს.
Victoria’s Secret-ის შოუ წლების განმავლობაში უდიდესი პოპულარობით სარგებლობდა.
რამდენიმე წლიანი პაუზის შემდეგ, შოუ ბრუნდება და 15 ოქტომბერს, ნიუ იორკში გაიმართება.
შოუ პირდაპირ ეთერში გადაიცემა საქართველოს დროით 16 ოქტომბრის, 02:30 საათზე.