ჩემმა რძალმა ჩემს მოწყობილ სახლში ისე შეცვალა ყველაფერი, ერთხელ არ უკითხავს აზრი… თქვენ სულ დედამთილები გამოგყავთ მტყუანები…” – გულახდილი წერილი

by admin
165 views
A+A-
Reset
თქვენი რეკლამის ადგილი 3

“ხშირად ვკითხულობ სტატიებს თქვენს ვებგვერდზე და გულახდილი წერილებიც მხვდება. უფრო ხშირად, რძლები წერენ და დედამთილებს ამტყუნებენ… ასე გამოდის ხოლმე, რომ თქვენც სულ დედამთილები გამოგყავთ მტყუანები. არადა, ნამდვილად არ არის ასე. მინდა ჩემი ამბავი გიამბოთ და ვკითხო რჩევა თქვენს მკითხველებს, როგორ უნდა მოვიქცე ამ სიტუაციაში. იქნებ მეც ვცდები?

ხუთი წლის წინ მოიყვანა ცოლი ჩემმა შვილმა. მასზე 8 წლით უმცროსი გოგონა, მაშინ 20 წლის იყო. ლამაზი, კარგი გოგო ჩანდა, ძალიან დადებითი შთაბეჭდილება დატოვა ჩვენზე, რომ გაგვაცნო. მაგრამ როგორც კი დაქორწინებაზე მიდგა საქმე, იქიდანვე დაიწყო ხასიათის გამოვლენა.

არც ისე დალხენილად ვცხოვრობთ, პატიოსანი შრომით შემოგვაქვს პურის ფული მე და ჩემს მეუღლეს. გოგონა გათხოვილია და თავის ოჯახში ცხოვრობს. ვაჟიც მუშაობს, თუმცა არც იმას აქვს მაღალი ხელფასი. ისე ვართ, როგორც საშუალო ოჯახები ამ ქვეყანაში. მოგეხსენებათ, როგორი ხარჯებია ქორწილი და მასთან დაკავშირებული ამბები. რა თქმა უნდა, როცა ბიჭმა თქვა, რომ ცოლის შერთვა უნდოდა, შემოვიჭირეთ ქამრები, შევემზადეთ გარკვეული ხარჯებისთვის, მაგრამ მთლად ამდენს არ ველოდით. ფაქტობრივად, არაფერში ანგარიში არ გაგვიწია სარძლომ. თავის მშობლებს მხოლოდ კაბა აყიდინა, დანარჩენი ხარჯები ჩვენ დაგვაკისრა. თანაც, ყველაფერი მოინდომა – მინიმუმ 100 კაცი სტუმრად, ცეკვის დადგმა, ვიდეო-ფოტო გადაღება, სპეციალური საქორწინო დეკორაციები და ხელმოწერის ცერემონია, სუფრაზე სახელობითი ხელსახოცები… არც კი ვიცი, რომელი ერთი ჩამოვთვალო. ჩემი შვილი ყველაფერზე თავს უქნევდა და ბოლოს ჩემმა ქმარმა სესხი აიღო, რომ ქორწილი გადაგვეხადა და დღემდე ვიხდით იმ ვალს…

ქორწილის მერე ერთი კვირით ბათუმში წავიდნენ იმ ფულით, რაც ქორწილში შემოვიდა. მერე, როგორც კი ჩამოვიდნენ, წარმოიდგინეთ, პირველივე დილას, სამზარეულოში შესულს ყველაფერი გადაადგილებული დამხვდა. სიახლეებს შემოვიტანო, გამოაცხადა და თაროებზე სულ სხვანაირად დააწყო ნივთები. ისე ცუდად ვიგრძენი მაშინ თავი, მაგრამ ხმა ვერ ამოვიღე…

მას მერე, წლებია, საკუთარ სახლში, რომელიც თავად მოვაწყვე წლების განმავლობაში, თავს უსარგებლო ნივთად ვგრძნობ. მესმის, რომ სიახლეები უნდათ ახალგაზრდებს, ყველაფერი მესმის, მაგრამ ხომ შეიძლება, აზრი მაინც მკითხო? ნებართვა არა, აზრი მხოლოდ. როცა ხან ჭაღს ცვლი, ხან – დივანს, ხან – ნახატებს, ყველაფერს, რაც ძვირფასია ჩემთვის და ჩემი მეუღლისთვის და შენ უბრალოდ ძველმოდურს და უგემოვნოს უწოდებ? წარმოიდგინეთ, უცებ რომ იღება კარი და მოგადგებიან კურიერები ახალი ნივთით, და რძალი აცხადებს, რომ ეს იყიდა ახლა ჩემი შვილის ხელფასით და აუცილებლად უნდა “გააახლოს”. ვერც ვერევი ვერაფერში, ჩემი ქმარი მაჩუმებს, რომ ცოლ-ქმარს შორის არ იყოს კონფლიქტი. მაგრამ ისე დავიღალე, აღარ ვიცი რა ვქნა… მე ვარ უბრალო მოსამსახურე. შინიდან გასვლამდე ვამზადებ საჭმელებს, რაც უნდათ შვილიშვილებს, სამსახურიდან მოსული ვალაგებ სახლს, რომელიც უკვე ჩემი აღარაა, მთელი წელი ვაგროვებ ფულს, რომ ზაფხულში დასასვენებლად გავუშვა შვილი და რძალი და საკუთარი ცხოვრებიდან ის ნივთებიც არ შემრჩა, რაც ძვირფასი იყო ჩემთვის და საკუთარ სახლში დიასახლისი კი არა, აზრსაც ვეღარ ვაფიქსირებ…”

თქვენი რეკლამის ადგილი

ნარგიზა, 69 წლის

თქვენი რეკლამის ადგილი 4

Related Articles