როდის ჩამოვა ნინა “დრამა” საქართველოში – რას ამბობს მერაბ დვალიშვილი?!

by admin
112 views
A+A-
Reset
თქვენი რეკლამის ადგილი 3

ნინა მარი დანიელი, რომელიც MMA-ს სამყაროში “ნინა დრამას” სახელით არის ცნობილი, ჟურნალისტი და UFC-ის პრომოუტერია. ის აქტიურად ქმნის სხვადასხვა გასართობ კონტენტს MMA-ს თემაზე. ნინა და მერაბ დვალიშვილი ახლო მეგობრები არიან და არაერთი ვიდეო აქვთ ჩაწერილი, სადაც ისინი ერთად ვარჯიშობენ.

მერაბ დვალიშვილი ერთ-ერთ ქართულ გადაცემას ესტუმრა, სადაც გულშემატკივრების კითხვებს უპასუხა. ერთ-ერთი კითხვა ნინას შეეხებოდა – როდის ჩამოიყვანს ის “ნინა დრამას” საქართველოში?

ქართველმა მებრძოლმა გულშემატკივრებს გაუმხილა, რომ ნინასა და კიდევ რამდენიმე მეგობარს ამ ზაფხულს საქართველოში ჩამოიყვანს.

Related Articles