FULL SEND PODCAST-ის ეთერში ილია თოფურიამ ისლამ მახაჩევზე ისაუბრა. ქართველი მებრძოლის თქმით, მსუბუქი წონის ჩემპიონის დასამარცხებლად მხოლოდ ერთი ზუსტი დარტყმა სჭირდება.
„ისლამთან დაპირისპირებისას ბევრი უპირატესობა მაქვს. დარწმუნებული ვარ, მას ჩემთან ძალიან მძიმე ბრძოლა ელის. ჩვენ ყველამ, მათ შორის თვითონ ისლამმაც, იცის, რომ გასამარჯვებლად ერთი ძლიერი დარტყმა მჭირდება. და შეგიძლიათ დარწმუნდეთ – ამ დარტყმას აუცილებლად მოვათავსებ, რადგან ჩემი შეტევა ქაოტური არ არის,“ – განაცხადა თოფურიამ.
შეგახსენებთ, რომ ილია თოფურიამ მსუბუქ წონაში გადასვლის სურვილი არაერთხელ გამოხატა. მას სურს თავიდან აიცილოს წონის კლებისთვის საჭირო მძიმე პროცესი და ბრძოლა ბუნებრივ წონაში გააგრძელოს. რაც შეეხება ისლამ მახაჩევს, მსუბუქი წონის ჩემპიონს თოფურიასთან დაპირისპირება დიდად არ ხიბლავს. როგორც დაღესტნელი მებრძოლი აღნიშნავს, კიდევ ერთი ნაკლებად გამოცდილი მოწინააღმდეგის დამარცხებას მის კარიერაში მნიშვნელოვანი ცვლილება არ მოაქვს.