17
ფრანგული ლიგა 1-ის 22-ე ტურში “ტულუზა” შინ “პარი სენ-ჟერმენს” უმასპინძლებს, სადაც ხვიჩა კვარაცხელიას ხსენებამ პრესკონფერენციაზე ინტერესი გამოიწვია.
პარიზელთა მთავარმა მწვრთნელმა ლუის ენრიკემ მატჩისწინა პრესკონფერენციაზე გუნდის შეტევითი მრავალფეროვნების მნიშვნელობაზე ისაუბრა და ქართველ ფეხბურთელს საინტერესო კონტექსტში ახსენა:
“გვსურს, მოწინააღმდეგეებისთვის არაპროგნოზირებადები ვიყოთ. კვარაცხელიას შეუძლია ფლანგზეც და ცენტრშიც თამაში, დემბელეს – ორივე ფლანგზე, ბარკოლას კი რამდენიმე პოზიციაზე შეუძლია გუნდს გამოადგეს. სასიხარულოა, რომ შეტევაში მრავალფეროვნება გვაქვს და არაერთი ვარიანტის გამოყენება შეგვიძლია”, – განაცხადა ესპანელმა სპეციალისტმა.