კვარამ მთელი თამაში შეუცვლელად ითამაშა – რა შეფასება მიიღო ქართველმა?

by admin
557 views
A+A-
Reset
თქვენი რეკლამის ადგილი 3

ლიგა 1-ის 22-ე ტურში პსჟ ტულუზას ესტუმრა, სადაც პარიზელებმა ფაბიან რუისის ერთადერთი გოლით იმარჯვეს და მარსელს 10 ქულიანი უპირატესობით გაუმაგრეს ლიდერობა.

ხვიჩა კვარაცხელიას ძირითადში ყოფნა ქართველი გულშემატკივრისთვის ერთ-ერთი მთავარი ინტრიგა იყო. ჩემპიონთა ლიგის მატჩში ბრესტის წინააღმდეგ ცვლილებაზე შევიდა, ხოლო ამჯერად პსჟ-სთან შეხვედრაში ცრუ ცხრიანის პოზიციაზე დაიწყო. მატჩის განმავლობაში აქტიურობდა, ცდილობდა თანაგუნდელებისთვის სახიფათო მომენტების შექმნას და ბერალდო ორჯერაც გაიყვანა დამაგვირგვინებელ ფაზაში – ერთ შემთხვევაში, მეტოქის მეკარის კარგი თამაშის გამო ბურთი ძელს მოხვდა.

73-ე წუთზე გონსალუ რამუშის მოედანზე გამოსვლის შემდეგ კვარაცხელია მარცხენა ფლანგზე გადანაცვლდა. მისი თამაში Sofascore-მა 7.1 ქულით შეაფასა, ხოლო Whoscored.com-მა – 6.9-ით.

Related Articles